Skip to content

Haruna

Categories:   მულტიმედია Other platforms:   Windows
Haruna-ის მთავარი ფანჯარა
Haruna-ის მთავარი ფანჯარა, მუქი ფერის სქემა Breeze
Haruna მენიუსა და ხელსაწყოების ზოლის გარეშე
Haruna-ის მორგების ფანჯარა

ღია კოდის მქონე მედიის დამკვრელი ბევრი პარამეტრებით, რომ ის ისე მოირგოთ, როგორც თქვენ გნებავთ.

თვისებები

  • დაუკარით ონლაინ ვიდეოები, YouTube-dl-ის საშუალებით
  • youTube-ის დასაკრავი სიების მხარდაჭერა
  • დასაკრავი სიის გადართვა თაგუნას გადატარებით. სია ვიდეოს გადაფარავს
  • გარკვეული სიტყვების შემცველი თავის ავტომატური გამოტოვება
  • მორგებადი მალსახმობები და თაგუნას ღილაკები
  • მიმდინარეობის ზოლზე შუა წკაპით შემდეგ თავზე სწრაფი გადასვლა
Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution’s package manager.
Get it from the Snap Store

Releases RSS

1.7.1 2026-01-14

შეცდომების გასწორება

  • გასწორდა დასაკრავ სიაში ძებნა
  • გასწორდა მინიშნების ფონი, რომელიც მისი ტექსტის ფერის იყო
1.7.0 2025-12-21

თვისებები

დასაკრავი სია

  • დაემატა გაფართოებული დალაგება და დაჯგუფება
  • დაემატა კონტექსტური მენიუ ფაილის Hana-ში გასახსნელად (მინიატურების გენერატორი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაყენებულია)
  • აპლიკაციის გაშვებისას ბოლო აქტიური დასაკრავი სია ხილული გახდება

სხვა

  • დაემატა ხმის გაძლიერების პარამეტრები
  • mpris მინიატურა, მხოლოდ, აუდიო ფაილებისთვის ყენდება, რაც ოპერაციული სისტემის დავალებების პანელის წინასწარი დათვალიერების რეჟიმში რეალური ცოცხალი ფანჯრის ჩვენების საშუალებას იძლევა
  • შემცირდა დაკვრის ხატულას ზომა კომპაქტურ დასაკრავ სიაში

შეცდომების გასწორება

  • გასწორდა მონაცემთა ბაზის საქაღალდის არშექმნა
  • გასწორდა გადახვევის ზოლის მინიშნების განუახლებლობა ფაილის შეცვლისას როცა თაგუნა არ მოძრაობს
  • გასწორდა მორგებული ბრძანებების წაშლა
  • გასწორდა ბოლო გახსნილი ბმულის შენახვა
1.6.0 2025-10-24

თვისებები

  • დაემატა დასაკრავი სიის ზომის შეცვლის პარამეტრი
  • ახალი დასაკრავი სიის/ჩანართის დამატების მოქმედება ჩანართების ზოლზე გადავიდა
  • დასაკრავი სიის გახსნის მოქმედება მენიუში „დამატება“ გადავიდა
  • დაემატა დაკვრის მოქმედების ხატულა დასაკრავი სიის თავსართში
  • თაგუნას პარამეტრები: შესაძლებელია თაგუნას მოვლენაზე მინიჭებული ქმედების შეცვლა

შეცდომების გასწორება

  • გასწორდა ერთელემენტიანი დასაკრავი სიის გამეორება
  • გასწორდა პრობლემა დასაკრავი სიის ჩანართების შენახვასთან
  • გასწორდა დასაკრავი სიის სახელის შეცვლა მათი დამატების შემდეგ
  • გასწორდა შემდეგი/წინა ღილაკების გათიშვა „დასაკრავი სიის დამატების“ არეში ელემენტების ჩაგდებით დამატებისას
  • გასწორდა წინა ელემენტის დაკვრის მოქმედებისას დასაკრავი სიის პირველი ელემენტიდან ბოლოზე გადაუსვლელობა
  • გასწორდა დასაკრავი სიის ახალი ჩანართის დამატების შეუძლებლობა, როდესაც yt-dlp დაყენებული არაა
  • დაემატა დროებითი გამოსავალი ფაილების დიალოგური ფანჯრებისთვის, რომლებიც ვერ იღებდნენ ღილაკების მოვლენებს; Escape და ისრის ღილაკები არ მუშაობდა
1.5.0 2025-09-30

თვისებები

მორგება

  • General: დაემატა ერთი გაშვებული ასლის პარამეტრი ახალი ფაილის დასაკრავად, როდესაც ის დასაკრავ სიას ემატება
  • ზოგადი: წაიშალა
  • დასაკრავი სია: დაემატა პარამეტრები დაკვრის ქცევის მოსარგებად
  • თაგუნა: შეიცვალა მოდიფიკატორი ღილაკების აღსაქმელად
  • თაგუნა: დაემატა თაგუნას 'წინ' და 'უკან' ღილაკების მხარდაჭერა
  • სუბტიტრები: თუ ფარდობითი საქაღალდის სახელი
  • მორგების ფანჯარას ახლა მინიმალური სიგანე და სიმაღლე აქვს

დასაკრავი სია

  • დაემატა ერთზე მეტი დასაკრავი სიის მხარდაჭერა
  • ელემენტების გადალაგება ხელით, გადათრევითაა შესაძლებელი
  • შესაძლებელია ელემენტების მონიშვნა. Ctrl+წკაპი ერთზე მეტი ელემენტის მოსანიშნად, Shift+წკაპი კი - შუალედის
  • შესაძლებელია ელემენტების გაფილტვრა
  • დაემატა პარამეტრები დაკვრის ქცევის სამართავად ფაილის დასრულებისას
  • დასაკრავი სიის შენახვისას ფაილის გაფართოება განისაზღვრება, როგორც m3u
  • შეუძლია ფაილებისა და საქაღალდეების დამატება გადათრევა/დაგდებით
  • შესაძლებელია ერთზე მეტი ფაილის დამატება თავსართში არსებული არჩევნით
  • დასაკრავი სიის დამალვა, როცა თაგუნა ტოვებს მთელ ეკრანზე გაშლილ ფანჯარას. ეს თავიდან აიცილებს დასაკრავი სიის გახსნას თაგუნას სხვა მონიტორზე გადატანისას

დაკვრა

  • თუ ფაილის დაკვრა შეუძლებელია, გამოჩნდება შეცდომა და დაკვრა შეწყდება შემდეგი ფაილის დაკვრის მცდელობის ნაცვლად (ეს თავიდან აიცილებს პოტენციურ უსასრულო ციკლს, როცა დასაკრავ სიაში არცერთი ფაილის დაკვრაა შესაძლებელი)
  • შეუძლია წერტილით დაწყებული ფაილების დაკვრა (დამალული ფაილები)
  • შეცდომის ჩვენება youtube-ის დასაკრავი სიის მიღების ჩავარდნისას

სხვა

  • mpris: დაემატა Shuffle-ის და LoopStatus-ის მხარდაჭერა
  • შეიცვალა ქმედების არჩევის მხტუნარა, რომ გამოიყენოს Kirigami.SearchDialog
  • მბრუნავი ხატულა შეიცვალა მიმდინარეობის პანელით და ჭდით
  • ვიდეოს დასაგდები ადგილი ახლა ორ ნაწილადაა გაყოფილი
  • ზედა ნაწილი ყოველთვის მიეწერება ბოლოში ნაგულისხმევ დასაკრავ სიას
  • ქვედა ნაწილი ასუფთავებს ნაგულისხმევ დასაკრავ სიას და ამატებს ჩაყრილ ფაილებსა და საქაღალდეებს. მხოლოდ, ერთი ფაილის ჩაგდებისას, ის იქცევა როგორც ფაილის გახსნის ქმედება (ასუფთავებს დასაკრავ სიას და ტვირთავს იმავე საქაღალდეში არსებულ ფაილებს, თუ ეს ჩართულია პარამეტრებში)
  • უახლესი ფაილები ახლა sqlite მონაცემთა ბაზაში ინახება
  • ვიდეოების აღსადგენად გამოყენებული დროის პოზიციები ასევე ინახება მონაცემთა ბაზაში
  • ძილი დაბლოკილია Windows-ზეც
  • ახლა ყველა სტრიქონი თარგმნადი უნდა იყოს

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა გამეორების ქმედება. OSD არ ჩანდა და პროგრესის ზოლი არ აჩვენებდა გამეორების შუალედს
  • შემოწმება ჩატვირთვამდე, არსებობს თუ არა ფაილი
  • გასწორდა არასწორი სუბტიტრების ჩატვირთვა რეკურსიული სუბტიტრების გამოყენებისას
  • გასწორდა პროგრესის ზოლის სიმაღლეში გაზრდა, როდესაც თავების მენიუ ხილვადი ხდება
  • გასწორდა შეცდომა, რომლის დროსაც ვიდეო პაუზდებოდა მიმდინარეობის/გადახვევის ზოლზე დაწკაპუნების შემდეგ
1.4.0 2025-04-15

თვისებები

  • დაემატა პარამეტრი სუბტიტრების რეკურსიული ძიებისთვის. ძებნა ხორციელდება დაკვრადი ფაილის მშობელი საქაღალდის მიმართულებით და იმ საქაღალდეებში, რომლებიც განსაზღვრულია პარამეტრით 'სუბტიტრების ჩატვირთვა საიდან'
  • დაემატა მხარდაჭერა YouTube-ის დასაკრავი სიების გახსნისთვის იმ URL-ებიდან, რომლებიც დასაკრავი სიის ID-ს შეიცავენ
  • დაემატა ქმედებები ვიდეოს საათის ისრის მიმართულებით (ctrl + r) და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით (ctrl + e) დასატრიალებლად

შეცდომების გასწორება

  • გასწორდა აუდიო/სუბტიტრების ტრეკების მენიუში წინა ფაილების ბილიკების გამოჩენა
  • გასწორდა ჩაგდებით დამატებული სუბტიტრების სუბტიტრების მენიუში არგამოჩენა
  • გასწორდა მიმდინარეობსი/გადახვევის სლაიდერზე დაჭერისას ვიდეოს დაპაუზება. ასევე გასწორდა შემდეგი ვიდეოს უწყვეტად გახსნა სლაიდერის ბოლომდე გადათრევისა და გაჩერებისას
1.3.3 2025-02-24

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა აპლიკაციის ფოკუსში არმოქცევა ფაილის გახსნისას, როდესაც ერთი ასლის რეჟიმი ჩართულია და დამკვრელი ღიაა
  • გასწორდა ფანჯრის სათაურის გადაფარვა ხანგრძლივობის ინფორმაციაზე ქვედა პანელში
  • განხორციელდა ეკრანის ჩაქრობის გამორთვა Windows-ზე
1.3.2 2025-01-22

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა პრობლემა მალსახმობებთან, როცა სისტემის ენა ინგლისური არ იყო
  • გასწორდა დაკვრის მდებარეობის აღდგენა
1.3.1 2025-01-21

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა პრობლემა ეკრანის ჩაქრობის გათიშვასთან
  • გასწორდა პრობლემა ხმის mpris2-ით დაყენებასთან
1.3.0 2025-01-15

განხორციელდა კოდის მნიშვნელოვანი რეფაქტორინგი, ამიტომ, რაიმე შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინეთ. მენიუს პუნქტი „შეცდომის ანგარიში“ შეგიძლიათ იპოვოთ მენიუში „დახმარება“ ან მორგების დიალოგში გვერდზე 'შესახებ'.

თვისებები:

  • შეიცვალა დაკვრის პოზიციის აღდგენასთან დაკავშირებული პარამეტრები. თუ თქვენ შეცვლილი გქონდათ ნაგულისხმევი მნიშვნელობები, შესაძლოა, მათი ხელახლა დაყენება დაგჭირდეთ
  • დასაკრავი სია: დაემატა კონტექსტური მენიუს პუნქტები არალოკალური URL-ებისთვის, რომ ისინი ბრაუზერში გაიხსნას, ან წაიშალოს (დასაკრავი სიიდან)
  • დაემატა პარამეტრი (ზოგადებში) რომ აპი სრულ ეკრანზე გაეშვას
  • დაემატა პარამეტრი (სუბტიტრებში) სუბტიტრების ავტოამორჩევის სამართავად
  • შეიცვალა თაგუნას მარცხენა და მარჯვენა ღილაკების ნაგულისხმევი ქმედებები: მარცხენა წკაპი ახლა არის დაკვრა/პაუზა, მარჯვენა წკაპი კი ხსნის კონტექსტურ მენიუს. ქმედებების შეცვლა შესაძლებელია მორგების დიალოგის გვერდზე 'თაგუნა'
  • გადახვევის/მიმდინარეობის ზოლის გადათრევა განაახლებს, როგორც, მთავარ ხედს, ისე გადახვევის ზოლის მინიატურას
  • შემცირდა მინიმალური ფანჯრის ზომა
  • აპარატურული დეკოდირების მოსანიშნი თოლია ჩანაცვლდა პარამეტრით აპარატურული დეკოდირების ჩამოსაშლელ მენიუში

შეცდომების გასწორება:

  • გაუმჯობესდა დასაკრავი სიის, მალსახმობებისა და გადახვევის ზოლის თავების მენიუს გადახვევის წარმადობა
  • გასწორდა მოდიფიკატორი ღილაკებით (ctrl, alt და ა.შ.) მალსახმობების დაყენების პრობლემა
  • გასწორდა აქტიური აუდიო და სუბტიტრების ტრეკების არასწორად შემოწმების პრობლემა
  • მოცილებულია ცარიელი თავსართის ხელსაწყოთა პანელი მორგების ფანჯრიდან
  • გასწორდა შეცდომა, რომლის დროსაც აპლიკაცია იყინებოდა ბევრი ტრეკის შემცველი ფაილის ჩატვირთვისას
  • გაუმჯობესდა მენიუს ზოლის ანიმაცია
  • მცურავი ქვედა პანელი ახლა იმალება, როცა თაგუნა აპლიკაციას ტოვებს
1.2.1 2024-09-27

შეცდომების გასწორება:

  • გამოსწორდა მინიატურის წინასწარი ნახვის მხტუნარა ფანჯრის ზომის არშეცვლა მინიატურების გამორთვის შემდეგ
  • იგივე ხმის კომპონენტის გამოყენება ორივე ქვესართის სტილისთვის
1.2.0 2024-08-26

თვისებები:

  • დაემატა მცურავი ქვედა ხელსაწყოთა პანელის სტილი
  • წაიშალა docbook და მისი შიგთავსი გადატანილია მინიშნებებში
  • დასაკრავ სიაში შუა წკაპი გადაახვევს ელემენტზე, რომლის დაკვრაც მიმდინარეობს
1.1.2 2024-06-03

შეცდომების გასწორება:

  • გამოირთო ტრეკის არჩევის მენიუები და ღილაკები, როცა ასარჩევი ტრეკები არ არსებობს
  • გასწორდა მორგებული ბრძანების გადართვა
  • დაბრუნდა „დაკვრად ელემენტზე გადახვევის“ და „ფაილის ნაგვის ყუთში გადატანის“ პარამეტრები დაკვრის სიის კონტექსტურ მენიუში, რომლებიც Qt6-ზე გადატანისას დაიკარგა
  • გასწორდა გაშვებისას ზოგიერთი mpv-ის თვისების არასწორად დაყენება
  • გასწორდა ვიდეოს რენდერი Windows-ზე
1.1.1 2024-05-17

შეცდომების გასწორება:

  • სუბტიტრების მენიუ ხელით დამატებულ სუბტიტრების არჩათვლით
  • ნულის ტოლი ხანგრძლივობა დასაკრავ სიაში
  • მინიატურის მხტუნარა ხილულია აუდიოფაილებისთვის
  • AB მარყუჟი არ ნულდება
1.1.0 2024-04-19

თვისებები:

  • პარამეტრი დასაკრავი სიის ელემენტების ერთი წკაპით გასახსნელად

შეცდომების გასწორება:

  • ვიდეო იხსნებოდა ცალკე ფანჯარაში mpv-ის 0.38.0 ვერსიის გამოყენებისას
  • დადუმების ჩამოყრა ახალი ფაილის გახსნისას
  • დაკვრის სიაში მიმდინარე ელემენტი აღარ არის გამუქებული, რადგან ის გარკვეულ პირობებში ტექსტის წაკითხვას ართულებდა
1.0.2 2024-03-25

შეცდომების გასწორება:

  • დასაკრავი სიის ხელსაწყოთა ზოლის პარამეტრის ჩვენება/დამალვა
  • ტრეკის ქვემენიუების სიცარიელე აუდიოსა და სუბტიტრების გლობალურ მენიუებში
  • გაყინვა ჰამბურგერის მენიუს გახსნისას
1.0.1 2024-03-14

გადატანილია Qt6-ზე.

რამდენიმე hwdec პარამეტრი წაიშალა. საჭიროების შემთხვევაში ისინი, შეიძლება, დაყენდეს პარამეტრებში „მორგებულ ბრძანებებში“, როგორც `set hwdec decoding_method_name` და აირჩიეთ „ჩატვირთვისას გაშვება“

თვისებები:

  • ელემენტების გახსნა დასაკრავი სიიდან უფრო სწრაფია
  • თუ პარამეტრი „მაქს. უარყოფითი ფაილები“ დაყენებულია ნულზე, ბოლო ფაილები წაიშლება კონფიგურაციის ფაილიდან

შეცდომების გასწორება:

  • ფაილის გახსნა ქმედებით „ფაილის გახსნა“ ფაილს არ უკრავდა
  • დაკვრის სიის ფაილის გახსნა დაკვრის სიის სათაურიდან არაფერს აკეთებდა
0.12.3 2023-11-15

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა სუბტიტრების ამრჩევი დიალოგური ფანჯრის არგახსნა იმ საქაღალდეში, რომელშიც მოცემული დაკვრადი ფაილი იმყოფება
  • გასწორდა დასაკრავი სიის მიერ ქვედა პანელის/ინსტრუმენტების ზოლის გადაფარვა, რაც ართულებდა დასაკრავი სიის დახურვას, როდესაც თაგუნათი მისი გადართვა გამორთული იყო
  • გასწორდა პრობლემა დასაკრავი სიის გასუფთავებასთან
  • გასწორდა URL-ის ბოლო დროს გამოყენებულ ფაილებში არჩამატება, როცა ის იხსნებოდა ქმედებით „URL-ის გახსნა“

თვისებები:

  • დაემატა მალსახმობი „Escape“ მორგების ფანჯრის დასახურად
0.12.2 2023-11-02

შეცდომების გასწორება:

  • არ გამოჩნდეს მინიატურის მხტუნარა, როდესაც ფაილი ჩატვირთული არაა, ან მიმდინარეობს ონლაინვიდეოს დაკვრა
  • გასწორდა პრობლემა მინიატურებთან დასაკრავ სიაში
0.12.1 2023-08-31

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა პრობლემა ზოგიერთ შემთხვევაში ფაილის დაპაუზებულად ყოფნასთან
  • გასწორდა მიმდინარეობის ზოლის მინიშნების ტექსტის ფერი
  • გასწორდა ვიდეოს ზევით/ქვევით გადაადგილების და სუბტიტრების ფონტის ზომის შემცირების ქმედებები
  • გასწორდა დასაკრავი სიის ვიდეოს ზემოდან გახსნა, როდესაც გადადების პარამეტრი გამორთულია
0.12.0 2023-08-25

თვისებები:

  • დაემატა მინიატურა მიმდინარეობის ზოლზე, რომლის მორგებაც ზოგადი მორგების გვერდზე შეგიძლიათ
  • დაემატა მხოლოდ ერთი ასლის დაშვების პარამეტრი, რომლის კონფიგურაციაც ზოგადი მორგების გვერდზე შეგიძლიათ
  • დაემატა ქმედებების შერჩევის მხტუნარა, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ და გაააქტიუროთ ყველა ხელმისაწვდომი მოქმედება (გახსნა Ctrl+` (backtick) კომბინაციით, KCommandBar-ის მსგავსად)
  • დაემატა ფანჯრის ვიდეოს რეზოლუციაზე ავტომატური მორგების პარამეტრი, Wayland-ზე მაქსიმალური ზომა შეზღუდული არაა
  • დაემატა პარამეტრი დასაკრავი სიის ხელსაწყოთა პანელის დასამალად
  • დაემატა მენიუს პუნქტი მორგების მენიუს თითოეული გვერდისთვის
  • ეკრანის ანაბეჭდის ბილიკი გამოჩნდება OSD-ზე mpv 0.36.0-ის ან უფრო ახალი ვერსიების გამოყენებისას
  • დასაკრავი სიის კონტექსტურ მენიუში დაემატა პუნქტი „გადახვევა დაკვრად ელემენტზე“
  • დასაკრავი სიის კონტექსტურ მენიუში ონლაინ URL-ებისთვის დაემატა პუნქტი „URL-ის გახსნა“
  • მენიუს ზოლის, ზედა პანელისა და ქვედა ინსტრუმენტების ზოლის დამალვა/ჩვენება ახლა ანიმირებულია
  • დაემატა ტრეკების შერჩევის მენიუს პუნქტები ჰამბურგერის მენიუში

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა დაკვრის დროს ეკრანის ჩაქრობის (ეკრანის გამორთვა, ძილის რეჟიმი და ა.შ.) არდაბლოკვის პრობლემა
0.11.3 2023-07-12

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა სუბტიტრების პარამეტრებში ფერის ასარჩევი ღილაკების მიერ მიმდინარე ფერის არაასახვა
  • გასწორდა პრობლემა სუბტიტრების ფერის დაუყოვნებლის შეცვლასთან
0.11.2 2023-07-08

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა osd-ის არჩვენება
  • გასწორდა დასაკრავ სიაში ელემენტების ჩამატების პრობლემა
  • გასწორდა osd-ზე არასწორი მნიშვნელობების პრობლემა
  • გასწორდა პრობლემა სუბტიტრების ფონტის ზომის კონფიგურაციიდან წაკითხვასთან
  • გასწორდა მიმდინარეობის ზოლის ზომის ცვლილება, როდესაც არ გამოიყენება თანაბარზომიანი/ერთსიგანიანი ფონტი
  • გასწორდა ქვედა პანელის დამალვის პრობლემა ქვედა ეკრანზე გადასვლისას, როდესაც Haruna სრულ ეკრანზეა
0.11.1 2023-05-28

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა სწრაფი ქმედების არმუშაობა
  • გასწორდა osd-ის არჩვენება
  • გასწორდა დასაკრავი სიის გამეორება, როდესაც გამეორების პარამეტრი გამორთული იყო
0.11.0 2023-05-14

მოხდა mpv-ის კოდის გადაწერა წარმადობის გასაუმჯობესებლად. გარკვეული ხარვეზები, შეიძლება, ჯერ კიდევ არსებობდეს. შეგვატყობინეთ მათ შესახებ bugs.kde.org-ზე

თვისებები:

  • ჩაკეცილი მდგომარეობიდან აღდგენისას დაკვრის სტატუსი უბრუნდება იმ ნიშნულს, რომელიც იყო ჩაკეცვის მომენტში (მოქმედებს, მხოლოდ მაშინ, თუ ჩართულია პარამეტრი 'დაპაუზება ჩაკეცვისას')
  • დაემატა გამართვის მორგების გვერდი. აჩვენებს ბილიკებს კონფიგურაციის ფაილებამდე და საშუალებას გაძლევთ, გახსნათ ისინი

შეცდომების გასწორება:

  • გასწორდა იმ ფაილების გახსნის შეუძლებლობა, რომელთა ბილიკიც გარკვეულ სიმბოლოებს შეიცავდა
  • გასწორდა პრობლემა .ts და .rm ფაილების გახსნასთან
  • გასწორდა გარკვეულ პირობებში ზოგიერთი ტექსტური ველის მიერ მნიშვნელობის არშენახვის პრობლემა
  • გასწორდა ეკრანის ანაბეჭდის ფორმატის პარამეტრის დაყენების პრობლემა
  • გასწორდა პრობლემა უახლესი ფაილების მენიუს დახურვასთან
  • გასწორდა პრობლემა დასაკრავი სიის კონტექსტური მენიუს დახურვასთან, როცა დასაკრავი სია იმალება
0.10.3 2023-01-29

თვისებები:

  • დასაკრავი სია: დაემატა m3u ფაილების გახსნის (გაფართოებული ატრიბუტების მხარდაჭერის გარეშე), ფაილებისა და URL-ების დამატების (გამოჩნდება, მხოლოდ, URL მისამართი, სათაურისა და ხანგრძლივობის გარეშე), დასაკრავი სიის დალაგების, გასუფთავებისა და შენახვის პარამეტრები
  • დასაკრავი სია: დაემატა კონტექსტური მენიუ დასაკრავი სიის ელემენტებისთვის
  • დასაკრავი სია: დაემატა პარამეტრი დასაკრავი სიის მდგომარეობის დასამახსოვრებლად
  • სუბტიტრები: დაემატა სუბტიტრების შავ საზღვრებში რენდერის პარამეტრი
  • ვიდეო: დაემატა პარამეტრი ნაგულისხმევი ჭდის დასაყენებლად მუსიკის ფაილებისთვის
  • დაემატა ბრძანების სტრიქონის პარამეტრი ytdl ფორმატის შერჩევის პარამეტრის გადასაფარად (ეს პარამეტრი გადაიფარება, თუ GUI პარამეტრი შეიცვლება)
  • დაემატა MPRIS მინიატურა

შეცდომების გასწორება:

  • ბოლო დროს გამოყენებული ფაილები: გასწორდა დალაგების, დუბლიკატების ჩვენების, სიის გასუფთავებისა და სავსე სიის შემთხვევაში ახალი ფაილების დამატების პრობლემები
  • გასწორდა OSD-ის ჩვენება ტექსტის გარეშე
  • დასაკრავი სია: გასწორდა პრობლემა პარამეტრთან "ფონის ზომის გაზრდა სრულ ეკრანზე მუშაობისას"
  • დასაკრავი სია: ამოღებულია პარამეტრი rowHeight

გასწორებული შეცდომები 0.10.1-ში:

  • გასწორდა დასაკრავ სიაში შემდეგი ფაილის ავტომატურად არდაკვრის პრობლემა მიმდინარე ფაილის დასრულებისას
  • გასწორდა გახსნილი ფაილის არდაკვრის პრობლემა, როცა პარამეტრი „ვიდეოების ავტოჩატვირთვა იგივე საქაღალდიდან“ გამორთულია

გასწორებული შეცდომები 0.10.2-ში:

  • გასწორდა ავარიული დახურვა, როცა „მაქსიმალური უახლესი ფაილი“ ნულზე იყო დაყენებული.

გასწორებული შეცდომები 0.10.3-ში:

  • გასწორდა ზოგჯერ ბოლო ნათამაშები ფაილის არდამახსოვრება.
  • გასწორდა 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის არასწორი ჩვენება და პრობლემები თავების წარწერებთან.
  • თავების მენიუ თავიდან დაიწერა, რომ უფრო სწრაფი და მოქნილი იყოს თავების დიდი რაოდენობის შემთხვევაში.
  • გასწორდა ფარდობითი გზების გახსნა დასაკრავი სიის ფაილიდან.
  • გასწორდა ფაილების გახსნა, რომლებიც # სიმბოლოს შეიცავს.
0.9.3 2022-10-06

0.9.0-ის თვისებები:

  • მოხდა მალსახმობების მორგების გადაწერა. ახლა ის ხელმისაწვდომია პარამეტრების ფანჯარაში სხვა პარამეტრებთან ერთად, ცალკე ფანჯრის გახსნის ნაცვლად
  • ჰამბურგერის მენიუ ახლა, მხოლოდ, რამდენიმე მოქმედებას აჩვენებს. დანარჩენები კი - ქვემენიუშია ხელმისაწვდომი
  • მენიუს ზოლის დამალვისას ჰამბურგერის მენიუ გამოჩნდება ზედა პანელში, ხოლო ზედა პანელის დამალვის შემთხვევაში — ქვედა პანელში
  • დაემატა სწორი კონტექსტური მენიუ ვიდეოსთვის
  • დაემატა პარამეტრი ფაილის დაკვრის გაგრძელებისას დაკვრის დასაწყებად
  • დაემატა პარამეტრი უახლესი ფაილების მაქს. რაოდენობის დასაყენებლად
  • დაემატა პარამეტრი უახლესი ფაილების სიის გასასუფთავებლად
  • დაემატა პარამეტრი ფანჯრის ზომისა და მდებარეობის აღდგენისთვის
  • დაემატა პარამეტრები სუბტიტრების ფონტის ოჯახის, ზომის, სტილის (სქელი, კურსივი), ფერის, ჩრდილის ფერის, ჩრდილის წანაცვლების, საზღვრის ფერისა და საზღვრის სისქის მოსარგებად
  • გადახვევის პარამეტრები გადატანილია დაკვრის მორგების გვერდზე
  • ხმის ბიჯის პარამეტრი გადატანილია აუდიოს მორგების გვერდზე
  • პროგრამის გაშვებისას შესასრულებელი მომხმარებლის ბრძანებების გამორთვა შესაძლებელია, რომ შემდეგი გაშვებისას ისინი აღარ შესრულდეს
  • თაგუნას პარამეტრებში, შიდა სახელის ნაცვლად, ნაჩვენებია მოქმედების აღმწერი ტექსტი, რომლის თარგმნაც შესაძლებელია

0.9.2-ის თვისებები:

  • დაემატა ქმედება სუბტიტრის ფაილის დიალოგიდან ჩასატვირთად

გასწორებული შეცდომები 0.9.0-ში:

  • მენიუს ზოლისა და ზედა პანელის გადართვა ქმედებების მეშვეობით ინახავს მათ მდგომარეობას შემდეგი გაშვებისას
  • დროის მდებარეობების აღდგენა youtube-ის ვიდეოებისთვის
  • გაუმჯობესდა mpv-ის ინიციალიზაცია უკეთესი აპარატურული დეკოდირების მხარდასაჭერად
  • შესაძლებელია ytdl-format თვისების გადაფარვა მორგებული ბრძანების ქმედებით

გასწორებული შეცდომები 0.9.1-ში:

  • გასწორდა ორი გაფუჭებული ქმედება გლობალურ მენიუში
  • გასწორდა თარგმანები

გასწორებული შეცდომები 0.9.2-ში:

  • გაუმჯობესდა მარჯვნიდან მარცხნივ განლაგება
  • ფანჯრის ზომა ახლა სისტემური ფონტის ზომის შეცვლასთან ერთად იცვლება
  • გასწორდა პროგრამის გათიშვის პრობლემა უახლესი ფაილების მაქს. რაოდენობის 0-ზე შეცვლისას
  • გასწორდა სუბტიტრების საქაღალდეების პარამეტრი (ეს საქაღალდეები სუბტიტრების მოსაძებნად გამოიყენება)
  • გაუმჯობესდა ხანგრძლივობის ინფორმაციის ფონტის ზომის მასშტაბირება ქვედა პანელში. ახლა მისი ზომა უფრო ახლოს უნდა იყოს ქვედა პანელის სხვა კომპონენტების ზომასთან
  • გასწორდა mime ტიპების დადგენის პრობლემა, რაც იწვევდა .ts ვიდეო ფაილების ტექსტურ ფაილებად აღქმას
  • გასწორდა სამომხმარებლო ბრძანების დამატების ღილაკზე დაჭერის შეუძლებლობა, როცა მორგებული ბრძანებები არ არსებობს

გასწორებული შეცდომები 0.9.3-ში:

  • გასწორდა დასაკრავ სიაში გახსნილი ფაილის იმავე საქაღალდიდან ვიდეოების არჩატვირთვის პრობლემა
0.8.0 2022-04-20

თვისებები:

  • გლობალური მენიუს მხარდაჭერა
  • პარამეტრი დაკვრის დასაპაუზებლად ჩაკეცვისას
  • პარამეტრი "დრო-პოზიციის" შენახვის ინტერვალის დასაყენებლად
  • უახლესი ფაილების მენიუ ფაილის მენიუში
  • მეტი ქმედება მენიუს ზოლზე
  • ქმედება ბოლოს დაკრული ფაილის ჩასატვირთად (Ctrl+Shift+L). სასარგებლოა მაშინ, როცა პროგრამის გაშვებისას ბოლო დაკრული ფაილის ავტომატური ჩატვირთვა გათიშულია
  • ქმედება დაკვრის/გადახვევის თავიდან დასაწყებად (ღილაკი F5)
  • მოგვიანებით სანახავი პოზიციის მოსაძებნი ქმედება (Ctrl+Shift+P). სასარგებლოა მაშინ, როცა პროგრამის გაშვებისას დაკვრის გაგრძელება გათიშულია

შეცდომების გასწორება:

  • არსებობდა "დროის პოზიციის დამახსოვრების" ორი პარამეტრი, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. პროგრამის გაშვების პარამეტრს სახელი შეეცვალა და დაერქვა „დაკვრის გაგრძელება“
  • გასწორდა შემთხვევა, როდესაც დასაკრავი სიის დახურვა თაგუნას ზედ გაჩერებით, აღარ ხდებოდა
  • OSD: როდესაც ფაილის დაკვრა ვერ ხერხდება, სათაურის არარსებობის შემთხვევაში გამოჩნდეს ფაილის სახელი
  • ნელი დისკებით გამოწვეული გაჭედვა
  • დასაკრავი სიის ელემენტები ერთმანეთს ფარავს
0.1.0 2020-02-28
პირველი რელიზი.

Nightly installers

Haruna nightly installers are also available to download from the KDE CDN. These versions are intended for testing purpose. Get involved and help us make them better!

Unstable version.

Generated from the latest version of the development branch.