Skip to content

KDE Itinerary

Categories:   ოფისი | ხელსაწყოები Other platforms:   Android
დროის ხაზის ხედი
თვითმფრინავის ბილეთის ნახვა
მატარებლის განლაგების ხედი სავარძლის რეზერვაციის გამოკვეთით
მატარებლის სადგურის პლატფორმების რუკა, ჩამომსვლელი და გასამგზავრებელი პლატფორმების გამოკვეთით
რკინიგზის სადგური გასაქირავებელი ველოსიპედების რეალურ დროში ჩვენებით
რკინიგზის სადგურზე მონიშნული ელემენტის დეტალური ინფორმაცია
მოგზაურობის სტატისტიკის ნახვა

KDE Itinerary მოგზაურობის ციფრული დამხმარეა, თქვენი კონფიდენციალობის შენარჩუნების პრიორიტეტით.

თვისებები:

  • Itinerrary-ის გაერთიანებული მოგზაურობის ხედი დროის ხაზზე, მოვლენების ავტომატური დაჯგუფებით.
  • აქვს მატარებლის, ავტობუსის და ფრენის ბილეთების დაჯავშნის, ასევე სასტუმროს, რესტორანის, მოვლენისა და მანქანის ქირაობის რეზერვაციების მხარდაჭერა.
  • ჩასაჯდომი ბილეთების მართვა.
  • აქვს მრავალ-მოგზაურიანი და მრავალ-ბილეთიანი ჯავშნების მართვის მხარდაჭერა.
  • ჯავშნის მონაცემების ავტომატური ამოღება მრავალი ფორმატიდან, რომელიც თქვენს მოწყობილობაზე ხდება.
  • მატარებლების დაყოვნებისა და პლატფორმის ცვლილების რეალურ დროში განახლება.
  • ამინდის პროგნოზი დანიშნულების პუნქტისაკენ.
  • ონლაინ წვდომის სრული კონტროლი.
  • მატარებლების სხვა მიერთებების არჩევანის მხარდაჭერა გაუქმებული ბილეთების ან დაგვიანებული გადაჯდომის დროს.
  • ადგილობრივი სახმელეთო ტრანსპორტირების ნავიგაცია თქვენი მარშრუტის ელემენტებს შორის.
  • მატარებლის ვაგონში ადგილების დათვალიერება (მხოლოდ ზოგიერთი ოპერატორისთვის).
  • რკინიგზის სადგურებისა და აეროპორტების სართულების რუკა OpenStreetMap -ზე დაყრდნობით.
  • მატარებლის სადგურის რუკაზე შეგიძლიათ დოკზე ბაზირებული ან თავისუფლად მოსრიალე გაქირავებადი ველოსიპედები გაჩვენოთ.
  • მოგზაურობის სტატისტიკა გარემოზე ეფექტის მონიტორინგისთვის.

KDE Itinerarary ყველაზე კარგად KMail-ის დამატებასთან, KDE Connect-თან, Nextcloud Hub-თან და DavDroid-თან მუშაობს.

Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution’s package manager.
Get it on F-Droid
ჩამოტვირთეთ Google Play-დან Google Play და Google Play-ს ლოგო Google LLC-ის სასაქონლო ნიშნებს წარმოადგენს.

Releases RSS

25.12.2 2026-02-05
  • მენიუს გლობალური პანელის აღდგენა მობილურ რეჟიმში.
  • გასწორდა ფრენის გარკვეული ნომრების ხელით შეყვანა.
  • SNCF TER-ის სამგზავრო ბარათების მხარდაჭერა.
25.12.1 2026-01-08
  • ახალი, ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები booking.com, České dráhy, DB, gomus, KLM და MÁV სისტემებისთვის.
  • გასწორდა პროგრამის გათიშვა მითითებულ, მაგრამ არარსებულ PDF ნიღბებზე (bug 513945)
  • გასწორდა ონლაინ პოსტ-პროცესინგის რეზერვაციები გეოგრაფიული კოორდინატების გარეშე.
  • გასწორდა დალაგების მიმდევრობის იშვიათი შემთხვევები ქრონოლოგიურ ხედში.
25.12.0 2025-12-11
  • ჩაშენებული ვალუტის გადამყვანი.
  • მგზავრობის ძიება მიმდინარე მდებარეობიდან.
  • გამარტივდა მოგზაურობის ძებნის ინტერფეისი.
  • სიმაღლის შესახებ ინფორმაციის ჩვენება რეალურ დროში სტატუსის ხედში.
25.08.3 2025-11-06
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Căile Ferate Române, citycity.se, Comboios de Portugal, Flixbus, Müpa Budapest, NH Hotels, Ryanair, United და ZSSK სისტემებისთვის.
  • გასწორდა წარმადობის პრობლემები და გაჭედვები მგზავრობის ძიების შედეგების ხედში.
  • გასწორდა ÖBB-ის ბორტზე არსებული სიჩქარის მონაცემების დამუშავება.
25.08.2 2025-10-09
  • New or improved travel document extractors for AirAsia, B&B Hotels, Booking.com, Ethiad, Ryanair, SNCF and tixly.
  • Position journey result view at the end when searching by arrival time.
  • Fixed parsing of certain Apple Wallet pass variants.
  • Fixed scaling artifacts in public transport line icons.
  • Fixed parsing intermediate stops from Railteam.
25.08.1 2025-09-11
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები booking.com, Center Parcs, Coloseum, eDreams, Finnair, LTG Link, MÁV, Pretix, RegioJet, Thalys და United Airlines სისტემებისთვის.
  • ვალუტის გაცვლის კურსების სწორი განახლება.
  • შედეგების დაგვერდვის მხარდაჭერა LTG Link და Srbija Voz სისტემებისთვის.
  • სასტუმროს ჯავშნების მხარდაჭერა ბილეთის ტოკენებით.
25.08.0 2025-08-14
  • მატარებლით და ავტობუსით მგზავრობის დამატება ახლა, უკვე, სრულად ხელითაც არის შესაძლებელი.
  • გადაჯდომების უფრო მოქნილი ალტერნატიული ძებნა.
  • ახალი და ბევრად უფრო დეტალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამგზავრების ხედი.
  • გაუმჯობესდა მდებარეობის ძებნა.
  • OpenRailwayMap-ის ინტეგრაცია ცოცხალი სტატუსის ხედში.
25.04.3 2025-07-03
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Amadeus, booking.com, Deutsche Bahn, Deutscher Alpenverein, DJH, Easyjet, Eurostar, Eurowings, Hostelling Scotland, Leo Express, LeShuttle, MÁV, Ouigo ES, Reenio, SNCB, SNCF, Tickets.ua და Tito სისტემებისთვის.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოებული დაფარვა Transitous-ის მეშვეობით ინდოეთში, ისრაელში, კორეაში, კოსოვოში, მონაკოში, მაკედონიაში, მოლდოვასა და რუმინეთში.
  • გასწორდა Apple Wallet-ის გარკვეული ტიპის ბარათების შემოტანა და ჩვენება.
25.04.2 2025-06-05
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები booking.com, Eurostar, Flixbus, IHG, Stena Line, Tallink და Viking Line სისტემებისთვის.
  • გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკანაბოლოს ავტომატური შერჩევა დაფარვის საზღვრების გადაკვეთისას.
  • დაემატა ბორტზე არსებული API-ის მხარდაჭერა Ouigo ES-ისთვის.
  • გასწორდა ჩამოსვლის ბაქნის დამუშავება OpenTripPlanner-ის სერვერული ნაწილიდან.
  • გასწორდა მატარებლის მიმართულების ჩვენება ტრანსპორტის განლაგების გვერდზე.
25.04.1 2025-05-08
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები a&o hostels, Gastronovi და ÖBB სისტემებისთვის.
  • გაუმჯობესდა გეოკოდირება მისამართის რედაქტორში.
  • გასწორდა მგზავრობის ჯგუფების დაყოფა მრავალბილეთიანი ჯავშნების განახლებისას.
  • გასწორდა ქალაქების სახელების ჩვენება Transitous-ის გაჩერებების ძიების შედეგებში.
  • გასწორდა ÖBB ბორტის API-ის მხარდაჭერა.
25.04.0 2025-04-17
  • ქრონოლოგიის ახალი განლაგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძიების შედეგების ახალი ხედი.
  • ახალი გვერდი "ჩემი მონაცემები".
  • იმპერიული მანძილისა და ტემპერატურის ერთეულების მხარდაჭერა.
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრები Amtrak, Booking.com, Color Line, Eventbrite, Eventlook, Kolumbus ferries, Preemly, SNCF, Tootoot, UIC FCB v3, UK rail, Universe და VDV eTickets სისტემებისთვის.
24.12.3 2025-03-06
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Eventyay, Flixbus, Ghotel, SBB, SNCF და VR სისტემებისთვის.
  • მგზავრობის ჯგუფის რუკის აუცილებელი ელემენტების ჩვენება დაბალი მასშტაბის დროს.
  • გასწორდა მონაცემების დაზიანება, როდესაც რეალურ დროში მონაცემთა განახლება ცვლიდა ჯავშნის ტიპს.
  • გაუქმდა DB-ის ონლაინ შემოტანას მხარდაჭერა, რომელიც აღარ არის ხელმისაწვდომი.
24.12.2 2025-02-06
  • ახალი და გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები American Airlines, Bilkom, Booking.com, CitizenM, Deutsche Bahn, Eurostar, Flixbus, KD, Koleo, Lufthansa, PKP, Polregio, SBB, Southwest და Universe სისტემებისთვის.
  • გასწორდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის წვდომა Deutsche Bahn (გერმანია), Digitransit (ფინეთი), Entur (ნორვეგია) და Rolph (გერმანია) სისტემებისთვის.
  • რჩეულ მდებარეობაზე გადასვლის ნებართვა შემდეგი ჯავშნისგან დამოუკიდებლად.
  • გასწორდა ბარათების ან სხვა ნივთების შემოტანა მიბმული მგზავრობის ჯგუფის გარეშე.
  • გასწორდა ზოგადი pkpass ბარათების წაშლა.
24.12.1 2025-01-09
  • გადასვლების დამატების ნებართვა მეტ შემთხვევაში.
  • გასწორდა ზაფხულის დროზე გადასვლის საინფორმაციო ელემენტების დამატება ერთი მგზავრობის ჯგუფის რეჟიმში.
  • გაუქმებული ელემენტების იგნორირება ამინდის პროგნოზის ხანგრძლივობის განსაზღვრისას.
  • დანიშნულების სახელების გადაწერა შერწყმის ნაცვლად ახალი მგზავრობების გამოყენებისას.
  • გასწორდა პროგრამის გათიშვა ჯანმრთელობის სერტიფიკატების შემოტანასას.
24.12.0 2024-12-12
  • ახალი დროის ხაზის ხედი თითოეული მოგზაურობისთვის.
  • ახალი მოგზაურობის რუკის ხედი.
  • ახალი სტატისტიკა თითოეული მოგზაურობისთვის.
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრები Coloseum, Dimedis Fairmate, Droplabs, European Sleeper, Flixbus, Leo Express და SNCF სისტემებისთვის.
  • გაუმჯობესებული მდებარეობის ძებნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძიებისას.
24.08.3 2024-11-07
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრები Agoda, Booking.com, NS, planway.com, Renfe, VietJet Air და ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზისთვის.
  • დაემატა NS ბორტის API-ის მხარდაჭერა.
  • გასწორდა შეფერხებული/გაუქმებული მგზავრობების ჩვენება.
24.08.2 2024-10-10
  • გასწორდა არეული თარგმანები Android-ზე მრავალენოვანი კონფიგურაციისას.
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Eurostar, Eventim, Koleo, NH Hotels, Trenitalia და SBB სისტემებისთვის.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოებული დაფარვა Transitous-ის მეშვეობით.
  • გასწორდა შემოტანა ზედმეტად გრძელი ბმულებიდან.
24.08.1 2024-09-12
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები BlablaBus, Deutsche Bahn, Eurostar, Italo, MAV, Reisnordland ferries, Reservix, Sunnycars, United Airlines და VDV ელ-ბილეთებისთვის.
  • გასწორდა წვდომა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონაცემებზე ციურიხში, შვეიცარია.
  • გასწორდა ქვეყნის ასარჩევი ველის არასწორი გახსნა ტელეფონებზე.
  • ბნელი რეჟიმის მხარდაჭერა Android-ზე.
24.08.0 2024-08-22
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Booking.com, direct-book.com, Entur, Flixbus, MAV, Scandlines, SNCB და SNCF სისტემებისთვის.
  • ადგილების დაჯავშნის ინფორმაციის ახალი ჩვენება ქრონოლოგიაში.
  • Träwelling-ის რეგისტრაციის სერვისის მხარდაჭერა.
  • მოვლენების ან სასტუმროს ჯავშნების შექმნის ნებართვა OSM ელემენტის ბმულებიდან.
  • Wikimedia-ს დამატებითი ონლაინ შინაარსის ჩვენების ნებართვა შიდა რუკაზე.
  • ახლა უკვე შესაძლებელია მგზავრობების სახელის შეცვლა.
24.05.2 2024-07-04
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები 12go, Eurowings, hotels.com, Iberia, საქართველოს რკინიგზა, RegioJet, Snälltåget, TCDD და tobilet.pl სისტემებისთვის.
  • გასწორდა მთლიანი დღის მოვლენების კითხვა/ჩაწერა Android-ის სისტემურ კალენდარში.
  • გასწორდა წვდომის პრობლემები Android-ის კალენდარში ექსპორტისას.
  • გასწორდა Apple Wallet-ის ბარათების რენდერი შტრიხკოდის გარეშე.
24.05.1 2024-06-13
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Air Asia, Amadeus, Deutsche Bahn, Eurostar, Flixbus, Trenitalia სისტემებისთვის.
  • გასწორდა ჩამოსვლის დროის შენახვა ბორნის ჯავშნის რედაქტირებისას.
  • გასწორდა შეტყობინებები Android-ზე.
  • გაუმჯობესებული მგზავრობების ავტომატური დაჯგუფება.
  • გასწორდა ემოჯიების არჩვენება Flatpak-ებში.
24.05.0 2024-05-23
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები CFR, Eurostar, Indico, IRCTC, Lufthansa, Motel One, SNCB, SNCF, Ticketportal, Trenitalia და VDV ელ-ბილეთებისთვის. დაემატა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერა Serbijavoz და Transitous სისტემებიდან.
  • მატარებლის ვაგონის ან ტრანსპორტის მახასიათებლების უფრო დეტალური ინფორმაციის ჩვენება.
  • თითოეული ვაგონის დატვირთვის ინფორმაციის ჩვენება, როცა ხელმისაწვდომია.
  • არსებულ ჯავშნებზე ბილეთის შტრიხკოდების ხელით დამატების ნებართვა.
  • ზაფხულის დროზე გადასვლის ინფორმაციის ჩვენება ქრონოლოგიაში.
24.02.2 2024-04-11
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Amsbus.cz, Eurostar, Finnair, Moongate, ბრიტანეთის ეროვნული რკინიგზა და VR სისტემებისთვის.
  • გასწორდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამგზავრების შეფერხებების ჩვენება.
  • გასწორდა Apple Wallet-ის ბარათების რენდერის პრობლემები.
24.02.1 2024-03-21
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Deutsche Bahn, Eckerö Line, European Sleeper, Eventim, Flibco, Leo Express, National Express, ÖBB, osmcal.org, Salzbergwerk, SNCF და ti.to სისტემებისთვის.
  • გეოკოდერის დაუჯერებელი შედეგების გაფილტვრა მისამართის რედაქტირებისას.
  • გასწორდა რუკის მცურავ ღილაკსა და ჩამოსვლის დეტალებს შორის გადაფარვა მგზავრობის დეტალების გვერდზე.
  • Deutsche Bahn-ის რეალურ დროში ინფორმაციის გაუმჯობესება გაუქმებული ან შემცვლელი მატარებლების შემთხვევაში.
  • მატარებლის ვაგონის ტიპის ამოცნობის გაუმჯობესება ვაგონის განლაგების ხედში.
24.02.0 2024-02-28

ჩვენ გავაუმჯობესეთ Itinerary-ის გამოყენებადობა ტელეფონებზე ხშირი მოქმედებების ქვედა ნავიგაციის ზოლზე განთავსებით, რაც აადვილებს ბარათებსა და მიმდინარე მგზავრობას შორის გადართვას.

მთავარი ქრონოლოგია განახლდა და ახლა ჩანაწერების გაშლა შესაძლებელია შუალედური გაჩერებების, დაგვიანებებისა და შეფერხებების სანახავად. რაც შეეხება მოვლენებს, ახლა უკვე შესაძლებელია ჩანაწერების ხელით დამატება და რედაქტირება, ასევე მთლიანი მგზავრობების ან ცალკეული ჯავშნების გაზიარება ტელეფონზე KDE Connect-ის საშუალებით.

Itinerary-ის შიდა რუკა ახლა აჩვენებს ყველა კეთილმოწყობას შენობაში ან არეალში, რომელსაც უყურებთ. ეს გეხმარებათ დიდი რკინიგზის სადგურზე ყავის ადგილის პოვნაში ან სასტუმროს სიახლოვეს საკვები ობიექტის ძებნაში. ეს ფუნქცია ეყრდნობა OpenStreetMap-ს, მუშაობს ინტერნეტის გარეშე და ძიების სიტყვები არასოდეს ტოვებს თქვენს მოწყობილობას.

მგზავრობის დეტალების ნახვისას, გაჩერებების სიის გარდა, ასევე შეგიძლიათ ნახოთ მგზავრობის რუკა.

23.08.5 2024-02-15
23.08.4 2023-12-07
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები 12go, Eurostar, Flixbus, Motel One, SAS და Thalys სისტემებისთვის.
  • გაუმჯობესებული მხარდაჭერა ევროპული FCB სარკინიგზო ბილეთების შტრიხკოდებისთვის.
  • Eurostar ბორტის API-ის მხარდაჭერა.
23.08.3 2023-11-09
  • გასწორდა გაუქმებული შუალედური გაჩერებების დამუშავება DB ICE მატარებლებში.
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები booking.com, DB, European Sleeper, Iberia, PKP, Pretix და Qatar Airways სისტემებისთვის.
  • გასწორდა Apple Wallet-ის ზოგიერთი არასწორი შეტყობინების კატალოგის დამუშავება.
  • ზედმეტი PDF შრიფტების ამოღება APK ფაილის ზომის შესამცირებლად.
23.08.2 2023-10-12
  • შეტყობინებების ჩართვის ნებართვა Android 13-ზე.
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Aegean, Amadeus, bookingkit, GWR, Pretix, Renfe, ÖBB და ბრიტანეთის რკინიგზის ბილეთებისთვის.
  • მეტი კეთილმოწყობის დეტალების რენდერი რკინიგზის სადგურის რუკაზე.
23.08.1 2023-09-14
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Aer Lingus, Amtrak, British Airways, Deutsche Bahn, GVH, premiumkino, Slovak Lines და ZSSK სისტემებისთვის.
  • გასწორდა ავტობუსისა და მატარებლის ელემენტების რედაქტირება მიბმული ბილეთის გარეშე.
  • გასწორდა ზედმეტად ფართო ნებართვები Android-ზე.
  • გასწორდა Apple Wallet-ის ზოგადი ბარათების ესკიზების რენდერი.
  • გასწორდა პროგრესის ჩვენება მგზავრობის საწყის გაჩერებაზე რეალური სტატუსის ხედში.
  • ბარგის შესანახი საკნების, დაკარგული ნივთების ოფისებისა და აეროპორტის ბარგის მისაღები ზოლების ჩვენება შიდა რუკაზე.
23.08.0 2023-08-24
  • ახლა უკვე შესაძლებელია სასურველი ტრანსპორტის სახეობების არჩევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა ძიებისთვის.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზების ლოგოები ახლა უკვე ხელმისაწვდომია ზოგიერთი რეგიონული და შორი მანძილის სარკინიგზო სერვისებისთვის.
  • დაემატა ვაგონების განლაგების მხარდაჭერა მეტი ტიპის მატარებლისთვის.
  • დაემატა Deutsche Bahn-ისა და SNCF-ის ონლაინ ბილეთების შემოტანას მხარდაჭერა.
  • დაემატა მდებარეობის გაზიარება Matrix-ის საშუალებით.
  • ვაგონის განლაგებისა და ადგილების ჯავშნის გათვალისწინება ბაქანზე გამგზავრების/ჩამოსვლის ადგილის გამოსაკვეთად.
  • ახალი იერსახე ქრონოლოგიის ჩანაწერებისა და რედაქტირების გვერდებისთვის.
  • ახალი ან გაუმჯობესებული ბორტის API მხარდაჭერა Aegean Air, Deutsche Bahn და ÖBB სისტემებისთვის.
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Aegean Air, Aer Lingus, Air Asia, Air France, Atlatos, Bäder Suite, BlaBlaCar, bookingkit, CD, Cinemaxx, Cooltix, DSB, Eventbrite, FerriesInGreece, Grimaldi Lines, Iberia, KLM, Koleje Malopolskie, KTEL Thesprotias, Lufthansa, Ouigo Spain, PKP, ბრიტანეთის რკინიგზა, SAS, SBB, Slovak Lines, SNCB, spiritec, Spring Airlines, Sunny Cars, Thalys, Trenitalia, York Kino და ZSSK სისტემებისთვის.
  • დაემატა ActivityPub მოვლენების შემოტანას მხარდაჭერა.
  • დაემატა ჯავშნისა და ბილეთის ბევრად მეტი დეტალის რედაქტირების მხარდაჭერა.
  • ახლა უკვე შესაძლებელია დოკუმენტების მიბმა ყველა ბილეთსა და ჯავშანზე, რაც ბევრ შემთხვევაში ავტომატურად ხდება.
  • ახალი სასტუმროს, მოვლენისა და რესტორნის ჯავშნის შექმნა შესაძლებელია მათი schema.org-ით მონიშნული ვებგვერდის ბმულის დამატებით.
  • დაემატა სამგზავრო მონაცემების ამოღება Apple iCal მოვლენებიდან.
  • გაუმჯობესებული შეტყობინებები Apple Wallet-ის ბარათების განახლებისას.
  • ბილეთის მოქმედების ვადების გაუმჯობესებული ჩვენება ბარათებისა და პროგრამების ხედში.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმებებისა და გრძელი შეფერხების შენიშვნების გაუმჯობესებული ჩვენება.
  • გასწორდა საერთაშორისო სარკინიგზო კავშირების ძებნა, რომელიც ზოგჯერ შედეგს ვერ პოულობდა.
  • გასწორდა ამინდის ხატულები, რომლებიც ზოგჯერ შეცდომით ღამის ვარიანტს იყენებდნენ დღის განმავლობაში.
  • გასწორდა რეალური მონაცემების ზედმეტად ხშირი განახლების მოთხოვნები ქსელის შეცდომისას.
  • გასწორდა ექსპორტირებული მოვლენები, რომლებიც სხვა კალენდრის აპებით არ რედაქტირდებოდა Android-ზე.
23.04.3 2023-07-06
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Color Line, DJH, Fjord Line, Flixbus, Grimladi Lines, onepagebooking, SNCB, Thalys და Trenitalia სისტემებისთვის.
  • გასწორდა პროგრამის გათიშვა Android-ზე ფაილის შემოტანასას, რომლის მისამართიც შეიცავდა ჰარეს.
  • გასწორდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნები VRS-ისთვის.
  • გასწორდა ტრანსპორტის სახეობის გამოტოვებული ინფორმაცია ზოგიერთი OpenTripPlanner შედეგისთვის.
  • დაუჯერებელი საფეხმავლო გზების გაფილტვრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიზატორებიდან.
  • გასწორდა გემისა და ბორნის ჯავშნების შემოტანა კალენდრიდან.
  • გასწორდა უსასრულო ციკლი შიდა რუკის არგუმენტების გამოთვლისას.
23.04.2 2023-06-08
  • გასწორდა გადაჯდომის ავტომატური შერჩევა, რომელიც არასწორ შედეგს იძლეოდა გეო-კოორდინატების არქონისას.
  • გასწორდა მიბმული Apple Wallet-ის ბარათების ჩვენება მატარებლის, სასტუმროს, ავტობუსისა და მანქანის ქირაობის ჯავშნებისთვის.
  • გასწორდა პოტენციური გაჭედვა ვალუტის კურსების განახლებისას.
  • გასწორდა დოკუმენტების მიბმა მრავალ-მოგზაურიან ჯავშნებზე.
  • გაუმჯობესდა ქრონოლოგიის ხედის გადაადგილების (სქროლვის) სიჩქარე.
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები European Sleeper, IndiGo, PKP, Qatar Airways, SBB, SNCB, Thalys, ასევე ლატვიისა და ლიეტუვის სარკინიგზო ბილეთებისთვის.
  • ახალი ზოგადი ERA FCB ბილეთის შტრიხკოდის ამომკრები.
  • გაუმჯობესებული რესტორნის მონაცემების ამომკრები ვებგვერდებიდან.
  • გასწორდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხების შენიშვნების შერწყმა სხვადასხვა წყაროდან.
23.04.1 2023-05-11
  • Improved travel document extractors for Air Asia, ATPI, B&B Hotels, Best Western, CD, FlixBus, Gepard Express, Grimaldi Lines, MAV, SNCB and Vueling.
  • Support importing various variants of the Deutschlandticket.
  • Fixed rendering of MAV ticket barcodes.
  • Fixed public transport queries in the Czech Republic and the UK.
  • Fixed imported PDFs losing their file name on Android.
  • Improved Apple Wallet boarding pass layout for overflowing labels.
  • Improved handling of canceled elements in the timeline.
  • Improved rendering of barrier elements in the train station map.
23.04.0 2023-04-20
  • ახალი ან გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები Aegean Air, Amadeus, availpro, BlaBlaCar, Deutsche Bahn, Kinoheld, Meetup, National Express, ÖBB, Octorate, Ouigo, Premier Inn, SNCF, ტაივანის მაღალსიჩქარიანი რკინიგზა და whyline სისტემებისთვის.
  • Eurostar, SBB და ბრიტანეთის რკინიგზის ბილეთების შტრიხკოდების მხარდაჭერა.
  • ახალი რეალური სტატუსის გვერდი ბორტის API-ის გამოყენებით.
  • ახალი ინტერფეისი ჯავშნის დეტალების გვერდებისთვის.
  • რკინიგზის სადგურებისა და აეროპორტების რუკების უფრო სწრაფი ჩატვირთვა.
  • კარების, ხეების, ბარიერების, ბაქნის სექციების ნიშნულებისა და ხელმისაწვდომობის ინფორმაციის გაუმჯობესებული ჩვენება რკინიგზის სადგურის რუკებზე.
  • LED განათების ჩართვის ნებართვა შტრიხკოდის სკანირებისთვის.
  • გასწორდა საფრანგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასწორი სერვისის გამოყენება.
  • გასწორდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონაცემებზე წვდომა შვეიცარიაში.
  • გასწორდა ჩასმული ბმულების დამუშავება.
22.12.3 2023-03-02
  • გაუმჯობესებული მონაცემების ამოღება Flixbus-ისა და ბრიტანეთის რკინიგზის ბილეთებისთვის.
  • გასწორდა გაჩერებების სახელების შემოკლება მგზავრობის ხედში.
  • გასწორდა გამოტოვებული დროის სარტყლის ჩვენება UTC დროისთვის.
  • გასწორდა რკინიგზის სადგურის რუკის შრეების რიგითობა შენობის მრავალდონიანი ნაწილებისთვის.
22.12.2 2023-02-02
  • გაუმჯობესებული მონაცემების ამოღება booking.com, Deutsche Bahn, Indico, MÁV, onepagebooking და Pretix სისტემებისთვის.
  • ცალკეული მატარებლის ბილეთისა და ადგილის ჯავშნის მონაცემების გაუმჯობესებული შერწყმა.
  • გასწორდა ზოგიერთი Apple Wallet მოვლენის ბილეთის რენდერი.
  • გასწორდა რამდენიმე ზოგადი Apple Wallet ბარათის შემოტანა.
22.12.1 2023-01-05
  • Mobilizon მოვლენების შემოტანას მხარდაჭერა.
  • გაუმჯობესებული სამგზავრო მონაცემების ამოღება Eventim, MÁV, NH Hotels, Trenitalia სისტემებისთვის.
  • გასწორდა მცურავი გასაქირავებელი ტრანსპორტის ჩვენება.
  • გასწორდა Apple Wallet მოვლენის ბარათების რენდერი ფონის სურათებით.
  • რუკის ჟესტებით ურთიერთქმედების გაუმჯობესება რჩეული მდებარეობის ამრჩევში.
  • გასწორდა ურთიერთქმედება თითქმის ჰორიზონტალურ, ან თითქმის ვერტიკალურ კიბეებთან რკინიგზის სადგურის რუკაზე.
  • გასწორდა მუდამ დაკეტილი სამუშაო საათების დამუშავება.
22.12.0 2022-12-08
  • გემის/ბორნის ჯავშნების მხარდაჭერა.
  • ICAO VDS ვაქცინაციის სერტიფიკატების მხარდაჭერა.
  • სართულებს შორის გადართვის გაუმჯობესება კიბეებისთვის სადგურის/აეროპორტის რუკებზე.
  • შრეების რიგითობისა და ელემენტებზე შეხების ამოცნობის გასწორება სადგურის/აეროპორტის რუკებზე.
  • გასწორდა მოძრაობის მხარის ინფორმაცია მარცხენამხრივი მოძრაობის ქვეყნებში მცხოვრებთათვის.
  • გასწორდა თარიღის/დროის შეყვანა მატარებლის/ავტობუსის მგზავრობის ხელით ძიებისას.
  • გასწორდა Railjet მატარებლები, რომლებსაც არ ჰქონდათ ვაგონის განლაგება გერმანიის ტერიტორიაზე.
  • ERA FCB ბილეთის შტრიხკოდების მხარდაჭერა.
  • სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებების სხვადასხვა დამატებები და გაუმჯობესებები.
22.08.3 2022-11-03
  • ახალი სამგზავრო მონაცემების ამომკრები Italo-ს მატარებლის ბილეთებისთვის.
22.08.2 2022-10-13
  • გაუმჯობესებული სამგზავრო მონაცემების ამოღება Airbnb, Amadeus, BlaBlaCar, Eventim, Ryanair, SNCF, Thalys, Vueling სისტემებისთვის.
  • ტრანსლიტერაციის დამუშავება მოგზაურთა სახელების შედარებისას.
  • გასწორდა მგზავრობების დაჯგუფება, როდესაც გადაჯდომა სხვა ჯავშნის ნაწილია.
  • გასწორდა Apple Wallet-ის სწორი ბილეთის შერჩევა მრავალ-მონაწილიანი მოვლენებისთვის.
  • გასწორდა Apple Wallet მოვლენის ბილეთების რენდერი.
22.08.1 2022-09-08
  • რუკის ზედა ფენების ზომისა და პოზიციონირების გაუმჯობესება.
  • გაუმჯობესებული სამგზავრო მონაცემების ამომკრებები Amtrak, Flixbus და Vistara სისტემებისთვის.
  • აეროპორტის ტერმინალისა და გასასვლელის (gate) ამოცნობის გაუმჯობესება.
22.08.0 2022-08-18
  • გაუმჯობესებული კალენდრის შემოტანა, რაც საშუალებას იძლევა უფრო ზუსტი შერჩევის და ასევე მხარდაჭერილია Linux-ზეც.
  • ჯავშნების კალენდარში ექსპორტის მხარდაჭერა.
  • ბარათებისა და პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც არ არის მიბმული კონკრეტულ მგზავრობასთან, როგორიცაა ფიქსირებული ტარიფის ან დროის ინტერვალის ბილეთები და ფასდაკლების პროგრამები.
  • მატარებლისა და ავტობუსის მგზავრობების დამატების მხარდაჭერა ონლაინ ძიებიდან.
  • ინტეგრირებული შტრიხკოდების სკანერი.
22.04.3 2022-07-07
  • გასწორდა მონორელსის ბაქნების არასწორი ამოცნობა, როგორც ჩვეულებრივი რკინიგზა.
22.04.2 2022-06-09
  • გაუმჯობესებული სამგზავრო მონაცემების ამოღება Thalys, ბრიტანეთის ეროვნული რკინიგზა, Eurowings და Eventbrite სისტემებისთვის.
  • გასწორდა მატარებლის დატვირთვის ინფორმაციის დამუშავება გერმანული ოპერატორებისთვის.
22.04.1 2022-05-12
  • გასწორდა არასწორი ქვეყნის ჩვენება ფორმატირებულ მისამართებში.
  • ყველა მხარდაჭერილი შტრიხკოდის ტიპის ჩვენება Apple Wallet-ის ბარათებში.
  • გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრებები booking.com, Eurowings, onepagebooking.com და SNCF სისტემებისთვის.
22.04.0 2022-04-21
  • ღამის მატარებლის ვაგონების მხარდაჭერა ვაგონების განლაგების ხედში.
  • ვალუტებისა და სურვილის შემთხვევაში კურსების ჩვენება სხვა ქვეყანაში შესვლისას.
  • ონლაინ ძიებიდან მატარებლის მგზავრობების ქრონოლოგიაში დამატების ნებართვა.
  • ახალი ან გაუმჯობესებული ამომკრებები Renfe, SNCF, ÖBB, Spring Airlines, Peach Aviation სისტემებისთვის.
  • რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოკვეთა ამინდის პროგნოზში.
  • სახალხო დღესასწაულების ჩვენება ქრონოლოგიაში.
  • გასწორდა მაღალი DPI მასშტაბირების პრობლემები ვაგონის ხედში.
  • Amtrak-ისა და IATA-ს სადგურის იდენტიფიკატორების მხარდაჭერა.
  • დანიური COVID სერტიფიკატების შემოტანას მხარდაჭერა.
  • სისტემური პარამეტრების გათვალისწინება Linux-ზე გარე რუკის აპლიკაციის არჩევისას.
  • სწრაფი მოქმედების დამატება მიმდინარე ბილეთის პირდაპირ გასახსნელად.
  • გასწორდა გეომეტრიის თავიდან აწყობის პრობლემები რკინიგზის სადგურის რუკაზე.
21.12.3 2022-03-03
  • დაემატა სამგზავრო მონაცემების ამოღება Air France-ის PDF ბილეთებიდან.
  • გასწორდა რიცხვების ფორმატირება ლოკალის გათვალისწინებით.
21.12.2 2022-02-03
  • გასწორდა მგზავრობების დაჯგუფება, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში არასწორ შედეგს იძლეოდა.
  • ვექტორული შტრიხკოდების ამოცნობის გაუმჯობესება PDF დოკუმენტებში.
21.12.1 2022-01-06
  • გასწორდა სადგურის რუკის პოზიციონირება ელემენტებისთვის რეალური მონაცემების გარეშე.
  • გაუმჯობესებული სამგზავრო მონაცემების ამოღება Amtrak და VIA Rail სისტემებისთვის.
  • Hafas-ის ბაქნების ალტერნატიული ფორმატების მხარდაჭერა.
  • სამუშაო საათების შეფასების გაუმჯობესება სადგურის რუკებზე.
21.12.0 2021-12-09
  • ჯანმრთელობის სერტიფიკატების ახალი ინტერფეისი.
  • ნავიგაციის მანევრების ახალი გვერდი ინდივიდუალური ტრანსპორტის ან ფეხით მგზავრობის სექციებისთვის.
  • გადაჯდომის უფრო ჭკვიანი ავტომატური შერჩევა.
  • ინფორმაცია შეფერხებების შესახებ და მგზავრობის დეტალები ავტობუსებისთვის რეალურ დროში.
  • მატარებლისა და ავტობუსის მგზავრობების შემოკლების შესაძლებლობა.
  • ტრანსპორტის დამატებითი ინდივიდუალური სახეობები გადაჯდომებისთვის.
  • ბაქნების იდენტიფიკაციის გაუმჯობესება ტრამვაისა და მეტროსთვის.
  • უფრო ხელმისაწვდომი შტრიხკოდის სკანირების რეჟიმი და PDF417 ბილეთების შტრიხკოდების მხარდაჭერა.
  • გაუმჯობესებული უკუკავშირი მონაცემების შემოტანასას.
  • გასწორდა ორი თითით მასშტაბირება (pinch zoom) სადგურის რუკებზე.
  • გაუმჯობესებული Apple Wallet-ის ბარათების რენდერი.
  • გაფრთხილება გასაქირავებელ ტრანსპორტზე მცირე დარჩენილი სავალი მანძილით.
  • სამგზავრო დოკუმენტებიდან მონაცემების ამოღების მრავალი გაუმჯობესება.
21.08.3 2021-11-04
  • გასწორდა ხატულების ზომის პრობლემები მაღალი DPI ეკრანებზე.
  • გასწორდა რუკის გადაადგილება, რომელიც რჩეული მდებარეობის ამრჩევი გვერდიდან გამოდიოდა.
  • გასწორდა გამგზავრების ქვეყნის განსაზღვრა მდებარეობის ცვლილებისას.
  • გასწორდა მატარებლის მგზავრობების შეცდომით შერწყმა ერთი და იმავე ხაზისთვის იმავე დღეს.
  • გასწორდა OTP გასაქირავებელი ტრანსპორტის ინფორმაციის დამუშავება.
  • დროის სარტყლის ინფორმაციის სწორად გამოყენება ფრენის ჯავშნებისთვის არასრული დროის მონაცემებით.
  • გაუმჯობესებული მონაცემების ამოღება სხვადასხვა პროვაიდერისთვის.
21.08.2 2021-10-07
  • დაემატა SMART Health Card (SHC) ვაქცინაციის სერტიფიკატების მხარდაჭერა.
  • გადასჯდომის გაფრთხილების არჩვენება, როდესაც წინა ჩამოსვლის დრო არ არსებობს.
  • მიბმული დოკუმენტების სწორი რაოდენობის ჩვენება მრავალ-მოგზაურიანი მგზავრობებისთვის.
  • ესკალატორების სწორი ჩვენება შუალედურ სართულებზე შიდა რუკაზე.
  • გასწორდა Apple Wallet-ის ბარათების უკანა მხარის ფორმატირებული ტექსტის რენდერი.
  • გაუმჯობესებული მონაცემების ამოღება SNCF, Accor, Feratel და onepagebooking სისტემებისთვის.
21.08.1 2021-09-02
  • FairEmail-იდან გაზიარებული წერილის მიმაგრებული ფაილების სწორი შემოტანა.
  • გაუმჯობესებები მონაცემების შემოტანასთვის Airdo, MÁV, Regionado, Ryanair და SNCF სისტემებიდან.
21.08.0 2021-08-12
  • ციფრული ჯანმრთელობის სერტიფიკატის მართვა DIVOC-ის და EU DGC-ის ვაქცინაციისთვის, გამოკეთებისა და ტესტირების სერტიფიკატებისთვის.
  • რჩეული მდებარეობების GPX შემოტანა და ექსპორტი და მგზავრობების GPX ექსპორტი Nextcloud Maps-თან თავსებადობისთვის.
  • გერმანიის ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორების (INVG, RSAG, VRT და VSN) მხარდაჭერა.
  • გაუმჯობესებული სამგზავრო დოკუმენტების ამომკრები.
  • სხვადასხვა გასწორებები გვერდების თანმიმდევრობაში.
  • ახლა უკვე შესაძლებელია მგზავრობის მთლიანი ჯგუფების წაშლა.