Skip to content

Karbon

Categories:   Unmaintained

This app is unmaintained and no longer released by the KDE community.

Screenshot of Karbon

Karbon ვექტორული ხაზვის აპლიკაციაა მომხმარებლის ინტერფეისით რომელიც იოლი, მორგებადი და გაფართოებადია. ეს Karbon-ს გადასარევ აპლიკაციად ქმნის მოხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ, მიმოიხილონ ვექტორული გრაფიკის სამყარო და ხელოვნებისთვის, რომლებიც სუნთქვისშემკვრელ ვექტორულ გრაფიკას ქმნიან.

თვისებები:

  • ODG, SVG, WPG, WMF, EPS/PS-ის ჩატვირთვის მხარდაჭერა
  • ODG, SVG, PNG, PDF, WMF-ის ჩაწერის მხარდაჭერა
  • მორგებადი მომხმარებლის ინტერფეისი სურვილისამებრ გადაადგილებადი მიმაგრებადი მენიუებით
  • ფენის მიმაგრება კომპლექსური დოკუმენტების ადვილად დასამუშავებლად მინიატურების ჩათვლით. მონახაზებს დაჯგუფების მხარდაჭერა გადათრევა/დაგდებით. აკონტროლეთ მონახაზების ხილვადობა და ჩაკეტვა
  • დამატებითი ბილიკის ჩასწორების ხელსაწყო ტილოზე ჩასწორების შესაძლებლობებით
  • სხვადასხვა სახატავი ხელსაწყოები ბილიკის მოხაზულობების შესაქმნელად ბილიკის ხაზვის ხელსაწყოს ჩათვლით, ფანქარი და კალიგრაფიის სახატავი ხელსაწყო
  • გრადიენტისა და ნიუშის ხელსაწყოები მათი ტილოზე ადვილად ჩასასწორებლად
  • საკაიფო მიბმის ხელსაწყოები წინასწარ მითითებული ხატვისა და ჩასწორებისთვის (მაგ: ბადეზე მიმაგრება, გიდის ხაზები, ბილიკის კვანძები, ჩარჩოები, ორთოგონალური მდებარეობები და ხაზებისა და ბილიკის გაფართოებები)
  • შეიცავს მრავალ წინასწარ აღწერილ მოხაზულობას ისეთი ძირითადი მოხაზულობების ჩათვლით, როგორიცაა ვარსკვლავი, წრე/ოვალი, მართკუთხედი, გამოსახულება
  • არტისტული ტექსტის მოხაზულობა ბილიკის მიყოლით (ანუ ტექსტი ბილიკზე)
  • კომპლექსური ბილიკის ოპერაციები და ეფექტები, როგორიცაა ლოგიკური ოპერაციები, ბილიკის გაბრტყელება, მომრგვალება და დაზუსტება, სხვადასხვა ეფექტებთან ერთად
  • გაფართოებადი დამატებებით ახალი ხელსაწყოებისთვის, მოხაზულობებისთვის და პანელებისთვის
Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution's package manager.