Skip to content

Kasts

Categories:   ინტერნეტი Other platforms:   Android | Windows
Kasts -ი სამუშაო კომპიუტერზე ნაგულისხმევი თავსართის ზოლით
Kasts -ი სამუშაო კომპიუტერზე ჩაკეცილი თავსართის ზოლით
Kasts ტელეფონზე
Kasts-ის მედიის დამკვრელის კონტროლები

Kasts პოდკასტების კონვერგენტული აპლიკაციაა, რომელიც ორივე, კომპიუტერზე და მობილურზე, კარგად გამოიყურება.

მთავარი ფუნქციები:

  • ეპიზოდის მართვა დაკვრის რიგის საშუალებით
  • დაასინქრონეთ დაკვრის მდებარეობები სხვა კლიენტებთან gpodder.net ან gpodder-nextcloud-ის საშუალებით
  • დაკვრის ცვლადი სიჩქარე
  • პოდკასტების ძებნა
  • სრული ინტეგრაცია სისტემასთან: მაგ: მოსმენისას სისტემის დაძინების აკრძალვა
Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution’s package manager.
Get it on F-Droid
Get it from the Snap Store

Releases RSS

25.12.2 2026-02-05
25.12.1 2026-01-08
25.12.0 2025-12-11
25.08.3 2025-11-06
25.08.2 2025-10-09
25.08.1 2025-09-11
25.08.0 2025-08-14
25.04.3 2025-07-03
25.04.2 2025-06-05
25.04.1 2025-05-08
25.04.0 2025-04-17
24.12.3 2025-03-06
  • გასწორდა პოდკასტების განახლებისას აპლიკაციის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ წარმოქმნილი პერიოდული ავარიული გათიშვები.
  • გასწორდა ძილის ტაიმერის ჩამოყრისას წარმოქმნილი ავარიული გათიშვა.
  • გასწორდა ეპიზოდების სიებში დალაგების რიგის ფუნქციონალი.
  • გასწორდა თავსართის სურათსა და გამოწერების სიაში არსებული ვიზუალური ხარვეზები.
24.12.2 2025-02-06
24.12.1 2025-01-09
24.12.0 2024-12-12
24.08.3 2024-11-07
24.08.2 2024-10-10
24.08.1 2024-09-12
24.08.0 2024-08-22
24.05.2 2024-07-04
24.05.1 2024-06-13
24.05.0 2024-05-23
24.02.2 2024-04-11
24.02.1 2024-03-21
24.02.0 2024-02-28

24.02.0 ვერსიის ცვლილებების მიმოხილვა:

  • Kasts გადატანილია Qt6-ზე და KDE Frameworks 6-ზე.
  • ფერების სქემის შერჩევა ახლა უკვე ხელით შეგიძლიათ.
  • გასწორდა სურათებთან და დაკვრის მართვის ღილაკებთან დაკავშირებული რამდენიმე ხარვეზი.
  • ახლა უკვე შესაძლებელია შეზღუდული კავშირებისთვის ქსელის შემოწმების სრულად გათიშვა.
  • სუსტ აპარატურაზე პოდკასტების განახლება ახლა უკვე საგრძნობლად სწრაფია.
23.08.5 2024-02-15
23.08.4 2023-12-07
23.08.3 2023-11-09
23.08.2 2023-10-12
23.08.1 2023-09-14
23.08.0 2023-08-24
23.04.3 2023-07-06
23.04.2 2023-06-08
23.04.1 2023-05-11
23.04.0 2023-04-20
23.01 2023-01-30

ახალი ფუნქციები და შეცდომების გასწორება ამ ვერსიაში:

  • თავსართის პანელის დაკვრის მართვის ღილაკები განახლდა, ნაწილობრივ Elisa-ს დიზაინზე დაყრდნობით. თავსართის პანელი ახლა უკვე ზომაში ცვლადია და შესაძლებელია მისი სრულად ჩაკეცვა მინიმალისტურ ხელსაწყოთა ზოლამდე.
  • კომპიუტერის რეჟიმში მარცხენა გვერდითი პანელის მენიუ თავიდან გადაკეთდა და ახლა ის იყენებს მსგავს ღილაკებს, როგორიც მობილურ რეჟიმში ქვედა ნავიგაციის ზოლში გამოიყენება.
  • აუდიოს უკანაბოლო თავიდნა იქნა დაწერილი. მას ახლა ერთზე მეტი უკანაბოლოს აღქმა შეუძლია: libVLC, gstreamer და Qt Multimedia. Kasts გამოიყენებს libVLC-ს ნაგულისხმევ უკანაბოლოდ, როცა ის ხელმისაწვდომია, რაც გადაწყვეტს საერთო პრობლემებს: ხმის მართვა ახლა ხელმისაწვდომია მთავარი ხელსაწყოტა პანელიდან და გადახვევის შემთხვევაში აუდიო აღარ დაეკიდება.
  • მორგების მენიუ გადმოტანილია ახალი ფორმის კომპონენტებში.
  • დაემატა თავის გამოსახულებების მარდაჭერა.
  • ეპიზოდების აღწერაში მითითებული დროის ნიშნულები ახლა უკვე დაწკაპუნებადია, რაც აუდიოს შესაბამის მონაკვეთზე გადახვევას უზრუნველყოფს.
  • თავსართებში არსებული სურათები ახლა უკვე დაწკაპუნებადია, რაც მათ სრულ ეკრანზე გახსნას ხდის შესაძლებელს.
  • პოდკასტის დამატებისთანავე გამოწერის ღილაკი ახლა გათიშული იქნება.
  • გასწორდა მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული ენების განლაგებასთან დაკავშირებული რამდენიმე ხარვეზი.
22.11 2022-11-30
22.09 2022-09-27
  • ინტერფეისი გამარტივდა სვეტების დამატების ნაცვლად, მხოლოდ, ერთი გვერდის ერთდროულად ჩვენებით და პოდკასტის გვერდისა და ეპიზოდების სიის გვერდის გაერთიანებით.
  • გაუმჯობესდა პოდკასტებისა და ეპიზოდების საინფორმაციო გვერდები ღილაკების ხელსაწყოთა ზოლის დამატებითა და ინფორმაციის განლაგების გადამუშავებით (მოქმედებები აპლიკაციის თავსართიდან გადატანილ იქნა).
  • მოხდა ძილის ტაიმერის განხორციელება.
  • ახლა პროგრამა დაიმახსოვრებს თავისი ფანჯრის მდებარეობას და ზომას.
  • Kasts-ს ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, ეპიზოდების ყველა ლოკალური მდგომარეობა სინქრონიზაციის სერვერზე ატვირთოს.
  • დაემატა პარამეტრი იმის მისათითებლად, თუ რამდენი ბოლო ეპიზოდი მოინიშნოს დაუკვრელად ახალი პოდკასტის დამატებისას.
  • გასწორდა რამდენიმე პატარა ინტერფეისის შეცდომა.
22.06 2022-06-24
  • პოდკასტების განახლების რუტინა სრულად გადამუშავდა, რითაც რამდენიმე ხარვეზი გასწორდა. ახლა ის მრავალნაკადიანობას იყენებს და ასევე უზრუნველყოფს არსებული ეპიზოდების ინფორმაციის განახლებას.
  • განხორციელდა ზოგადი გაუმჯობესებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ აპლიკაცია კარგად მოერგოს მცირე ზომის ეკრანებს როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ რეჟიმში.
  • ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ახლა უკვე შესაძლებელია ეპიზოდების სურათების ამოღება ჭდიდან id3v2tag.
  • თითოეული პოდკასტისთვის ახალი ეპიზოდები რიგში კლებადობის ნაცვლად ზრდადი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაემატება.
  • დაემატა გადამრთველი, რომლის მეშვეობითაც, სურვილისამებრ, ეპიზოდების დარჩენილი დროის მიმდინარე დაკვრის სიჩქარეზე დაყრდნობით კორექტირებაა შესაძლებელი.
  • ეპიზოდების დეტალების გვერდებს დაემატა კონტექსტური მოქმედება, რაც მოცემული პოდკასტის ეპიზოდების სიაზე პირდაპირ გადასვლას უზრუნველყოფს.
  • GPodder-ის მორგებულ სერვერებთან (მაგალითად, gpodder.net-ის ოფიციალური ეგზემპლარის გარდა სხვა სერვერებთან) სინქრონიზაცია ახლა უკვე შესაძლებელია.
  • პოდკასტების განახლება, სინქრონიზაციის სერვერის მიუწვდომლობის შემთხვევაშიც კი, ახლა უკვე კვლავ შესაძლებელია. ეს წინა ვერსიებში არსებული ხარვეზი იყო.
22.04 2022-04-26
  • კოდის ხარისხის ზოგადი გაუმჯობესება და შეცდომების გასწორება
22.02 2022-02-09
  • ინტერფეისის სხვადასხვა ნაწილის გაუმჯობესება
  • ეპიზოდის ქმედებების გამოთხოვის გაგრძელება მიმდინარე დროის შტამპის მიღებამდე
  • ხატულების თავიდან ჩართვა gpodder-ისთვის და nextcloud-ისთვის
21.12 2021-12-07

ახალი ფუნქციები ამ გამოცემაში:

  • დაემატა თავების მხარდაჭერა; მხარდაჭერილია ორივე, RSS ლენტიდან და MP3 ჭდეებიდან ამოკითხული თავები
  • მომხმარებლის ინტერფეისის რამდენიმე გაუმჯობესება
  • ოპტიმიზაცია და გაუმჯობესებები უკანაბოლოსთვის
  • გადამუშავდა მორგების გვერდი
  • დაემატა გამოწერებისა და ეპიზოდების დაკვრის პოზიციის სინქრონიზაციის მხარდაჭერა gpodder.net-ის ან nextcloud-gpodder აპლიკაციის გამოყენებით
  • გასწორდა რამდენიმე შეცდომა.
21.08 2021-08-31
მცირე ხარვეზების გასწორებასთან ერთად, ახლა უკვე შესაძლებელია ჩამოტვირთული პოდკასტების ეპიზოდებისა და დაკეშილი სურათების შენახვის ადგილის შეცვლა. რადგან ეს ფაილები დიდ ადგილს იკავებს, მათი სხვაგან შენახვა მოსახერხებელია იმ სისტემებისთვის, რომლებსაც საწყის საქაღალდეში შეზღუდული სივრცე აქვთ. შესაბამისი პარამეტრები ახლა უკვე აჩვენებს ეპიზოდებისა და სურათების მიერ დაკავებულ ადგილს და იძლევა სურათების ქეშის გასუფთავების საშუალებას.
21.07 2021-07-20

ახალი ფუნქციები ამ გამოცემაში:

  • აღმოჩენის გვერდი პოდკასტების podcastindex.org-ზე საძებნელად
  • პოდკასტის გადმოწერები ახლა შეგიძლიათ, გააგრძელოთ.
  • გასწორდა დაკვრის სიჩქარის მორგების დიალოგი.
  • დაემატა პარამეტრები შეზღუდული კავშირის დროს ქსელზე წვდომის ნებართვის მისაცემად ან ასაკრძალად.
  • დაემატა შეცდომების უფრო დეტალური შეტყობინებები, საიდანაც შეცდომების სრული სიის გახსნაა შესაძლებელი.
  • განხორციელდა რამდენიმე მცირე გაუმჯობესება: მენიუს ელემენტების გამოკვეთა, მინიშნებები და კლავიატურის მალსახმობები
  • გასწორდა რამდენიმე შეცდომა.
21.06 2021-06-10

Kasts-ის პირველი გამოშვება, რომელიც Kirigami-ზე დაფუძნებული კონვერგენტული პოდკასტების დამკვრელია. ის Plasma Mobile Gear 21.06-ის ნაწილად გამოიცა. მასში შედის:

  • დაკვრის რიგი
  • გაფრთხილების პანელის და დაბლოკვის ეკრანის მედიის კონტროლის ელემენტები
  • აკრძალავს პოდკასტების მოსმენისას სისტემის დაძინებას
  • კონვერგენტული ინტერფეისი. კარგად გამოიყურება როგორც მობილურზე, ისე კომპიუტერზე

Nightly installers

Kasts nightly installers are also available to download from the KDE CDN. These versions are intended for testing purpose. Get involved and help us make them better!

Unstable version.

Generated from the latest version of the development branch.