Skip to content

kdesrc-build

Categories:   შემუშავება

This app is still in development and isn't released yet by the KDE community.

Screenshot of kdesrc-build
Screenshot of kdesrc-build

kdesrc-build არის ხელსაწყო KDE-ის მისი კოდიდან ასაგებად.

სინტაქსის გამოკვეთა kdesrc-buildsrc-ის ფაილებისთვის ხელმისაწვდომია Kate/KWrite-შიც, მენიუში ხელსაწყოები->გამოკვეთა->მორგება.

ფუნქციები:

  • ავტომატურად გადაამოწმებს და განაახლებს KDE-ის კოდს მისი რეპოზიტორიიდან.
  • აინტეგრირებს KDE-ის საწყისი კოდის ინფრასტრუქტურასთან რათა საშუალება მოგცეთ, ავტომატურად ააგოთ მოდულები საჭირო მიმდევრობით, შესაბამისი ბრენჩის გამოყენებით.
  • მოდულის მითითებული ბრენჩების, ჭდეების და რევიზიების აგების მხარდაჭერა (ისევე, როგორც KDE-ის ყველა პროგრამის).
  • გააჩნია ბევრი აგების სისტემის მხარდაჭერა. შესაძლებელია არა-KDE-ის პროექტების აგება (მაგალითად, CMake შეიძლება აიგოს მისი git-ის კოდიდან, თუ თქვენს დისტრიბუტივს CMake-ის პაკეტების არ აქვს).
  • აქვს მოდულების საწყისი სწრაფი გამოთხოვის მხარდაჭერა (მხოლოდ KDE-ის Git პროექტები) KDE-ის პროექტის ქსელში არსებული რელიზების საშუალებით.
  • აქვს "მშრალი გაშვების" რეჟიმი (პარამეტრი --Pretend) საშუალებას გაძლევთ, ცდები სისტემის სტაბილურობის დარღვევის გარეშე ატაროთ.
  • kdesrc-build-ს შეუძლია გადმოწეროს მოდულები (ორივე, საწყისი გადმოწერა და მისი განახლება) მაშინაც კი, როცა მოდულები უკვე განახლდა.
  • kdesrc-build-ს აქვს მოდულების წაშლის მხარდაჭერაც (ხელით, ან უკვე-დაყენებული მოდულის დაყენებამდე) იმისთვის, რომ თქვენი დაყენების საქაღალდე სუფთად შეინახოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ თვისებას CMake-ის მხარდაჭერა სჭირდება და ჯერ კიდევ საცდელ ფაზაშია.
  • kdesrc-build-ი ყველა თავის ქმედებას ჟურნალში იწერს, რითიც საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, რა მოხდა აგების დროს, თუ ის ავარიულად დასრულდა. kdesrc-build უახლეს ჟურნალთან ადვილი წვდომისთვის სიმბმულებს ავტომატურად შექმნის. (log/latest). გამოტანა ფერადია (გამორთვა შესაძლებელია).
  • აქვს Qt პროექტის Qt ბიბლიოთეკის აგების მხარდაჭერა. ის KDE-ის პროგრამების წინასწარი მოთხოვნაა.
  • kdesrc-build ადვილად მორგებადია. უმრავლესი პარამეტრების კონტროლი თითოეული მოდულისთვის, ცალ-ცალკე შეგიძლიათ. შეიძლება მოირგოთ configure-ის, CMake-ის, თქვენი C++-ის ალმები. იმის მაგიერ, რომ იმახსოვროთ, რა ბრძანება გაუშვით, ერთხელ ააწყვეთ ის და დაივიწყეთ.
  • გადასარევი დოკუმენტაცია. ნუ დაიხევთ უკან, მომწეროთ, თუ რამე ვერ გაიგეთ (ელფოსტის მისამართი გვერდის ბოლოშია). ან kde-devel-ის დაგზავნის სიას დაუკავშირდით.
  • პროგრამას ასევე მოყვება დეტალური მაგალითის კონფიგურაციის ფაილიც. ჩვეულებრივ, ის შეგიძლიათ დააკოპიროთ ~/.config/kdesrc-buildrc საქაღალდეში და სულ ესაა.
  • და ბევრი სხვა რამ!