Skip to content

Kid3-qt

Categories:   მულტიმედია Other platforms:   macOS
Kid3 -ის მთავარი ფანჯარა

Kid3-ით, აუდიოჭდეების რედაქტორით, შეგიძლიათ, ჩაასწოროთ ჭდეები MP3, Ogg/Vorbis, DSF, FLAC, Opus, MPC, APE, MP4/AAC, MP2, Speex, TrueAudio, WavPack, WMA, WAV, AIFF და tracker ფაილებში.

MP3 ფაილების ID3 ჭდის ყველა კადრის ჩასწორება შესაძლებელია და ასევე შეგიძლიათ ID3v1.1, ID3v2.3 და ID3v2.4 ფორმატებს შორის გადაყვანა. სინქრონიზებული ლირიკა შეიძლება, ჩასწორდეს და მოხდეს მისი შემოტანა და გატანა LRC კარაოკეს ფაილებში.

შესაძლებელია ერთზე მეტი ფაილის ჭდეების ერთდროული დაყენება. შესაძლებელია ჭდეების გენერაცია ფაილის სახელებიდან, ან სხვა ჭდის ველების შემცველობიდან. ასევე შესაძლებელია ფაილის სახელების გენერაცია ჭდეებიდან და საქაღალდეების სახელის გადარქმევა ჭდეებზე დაყრდნობით. დიდ და პატარა ასოებს შორის გადაყვანა და სტრიქონის ჩანაცვლება ჭდეების ერთგვაროვნობის შესანარჩუნებლად.

შესაძლებელია ალბომის მონაცემების შემოტანა gnudb.org-დან, MusicBrainz-დან, Discogs-დან და Amazon-დან. ავტომატური პაკეტური შემოტანა ხელმისაწვდომია ერთზე მეტი საქაღალდისთვისაც. ასევე შესაძლებელია მონაცემების გატანა და დასაკრავი სიების გენერაცია.

Kid3 KDE-ის ბიბლიოთეკებს იყენებს. სხვა სამუშაო მაგიდებზე, შეიძლება, უკეთესი იყოს Kid3-qt, რომელიც KDE-ის ბიბლიოთეკების გარეშეა.

Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution’s package manager.

Releases RSS

3.10.0 2026-06-06

ახალი

  • Matroska და WebM ფაილების მხარდაჭერა.
  • MP4: ორივე, QuickTime და Nero თავების მხარდაჭერა TagLib-ითაც.
  • MP4: STEM-ის მხარდაჭერა.
  • WAV, FLAC: iXML და BEXT ფრაგმენტების მხარდაჭრეა.
  • Android: ყველა კადრის მონიშვნა/მონიშვნის გაუქმება.
  • Android: თავებისა და სინქრონიზებული ლირიკის შემოტანა/გატანა LRC ფაილების სახით.

გაუმჯობესდა

  • გაუმჯობესდა შენახვის წარმადობა.
  • macOS: უცვლელი ხატულების ნაკრები მუქ რეჟიმში.
  • CSV-ის და JSON-ის გატანა: მხოლოდ, მონიშნული საქაღალდეების გატანა.

გასწორდა

  • გასწორდა Discogs-ის შემოტანა.
  • მორგებული ენის გათვალისწინება სახელმძღვანელოსთვის.
  • გასწორდა: LRC ფაილების (სინქრონიზებული ლირიკების და თავების) შემოტანა საათის მნიშვნელობებით.
  • გასწორდა გაფუჭებული ფაილების სიის ქცევა ერთზე მეტი ფაილის სახელის გადარქმევისას და სია დალაგებულია დაღმავალი მიმდევრობით.
  • გასწორდა მიმდინარეობს ანგარიში ფაილების შენახვისას.
  • ID3v2: ერთზე მეტი სტრიქონის შემცველი მნიშვნელობების მხარდაჭერა TXXX კადრებში.
  • Windows: MP4-ის 64-ბიტიანი ატომების მხარდაჭერა Windows-ზე.
3.9.7 2025-07-24

გასწორდა

  • KDE: ფაილის დიალოგის გადაჭარბებული სიგანის თავიდან აცილება.
  • თავის კადრები ხელმისაწვდომია kid3-cli-დან.
  • ზედმეტი შემოტანილი ტრეკების წაშლა შემოტანამდე შეიძლება.
  • გასწორდა არასწორი რედაქტორის შექმნა კადრების ცხრილში მონიშვნის ცვლილების შემდეგ.
  • განსხვავებული მნიშვნელობებით დასრულებას ერთზე მეტი ფაილის მონიშვნისას ახლა ჟანრის მხარდაჭერაც აქვს.
  • დროებითი ყდის სურათების სისტემაში დატოვებული არ იქნება.
  • EmbedLyrics.qml: მოცილებულია დაუშვებელი სიმბოლოები მოთხოვნის პარამეტრებისთვის.
  • სკრიპტინგი: გასწორდა ავარია, თუ @qml-ის შესრულება kid3-cli-დან ხდება. გასწორდა isStandalone(), როცა გაშვებულია არაინტერაქტიულ რეჟიმში kid3-cli-ით და დაემატა ახალი სკრიპტი SelectChapterTags.qml.
  • აგების სისტემა: არ მოხდება WITH_DATAROOTDIR_DEFAULT ბილიკის ჩაშენება. CMake-ის პარამეტრის BUILD_WITH_QT5 მხარდაჭერა Qt5-ის გამოყენების იძულებისთვის. Qt 6/KDE 6-ის მხარდაჭერა Debian-ზე. დაემატა სხვადასხვა ახალი CI/CD-ის სამიზნეები. გაუმჯობესდა Snap-ის მხარდაჭერა.
3.9.6 2024-09-21

ახალი

  • მინიატურის ჩვენება ერთზე მეტი ჩაშენებული სურათისთვის.
  • გამარტივდა MP3 აუდიოწიგნების ჩასწორება "თავების" კადრის ჩასწორების დიალოგში.
  • არაბული, ესპერანტო, გალისიური და ქართული თარგმანები.

გაუმჯობესდა

  • macOS: პაკეტების აგება, ხელმოწერა და დამოწმება.

გასწორდა

  • ლირიკის ჩაშენების ქმედება.
  • gnudb.org-დან შემოტანა. რეგისტრირებული ელფოსტის მისამართის დაყენება "ტოკენის" UI კონტროლის ელემენტიდან შეგიძლიათ.
  • KDE 6: დაყენების საქაღალდე ფაილისთვის kid3ui.rc.
  • Android: აგება არქიტექტურებზე arm64-v8a და x86_64.
  • Android: MANAGE_EXTERNAL_STORAGE წვდომის გამოყენება საცავის მოწყობილობაზე ყველა ფაილის სამართავად.
  • Android: სურათის ჭდეების შენახვა.
  • Haiku: დაყენების ბილიკები.
3.9.5 2024-02-24

ახალი

  • კლავიატურის მალსახმობები დაკვრის პანელისთვის.
  • პარამეტრი "აუდიოს გამოტანა" მორგების ჩანართში "მომხმარებლის ქმედებები".
  • WebP ფორმატის მხარდაჭერა სურათებისთვის.

გაუმჯობესდა

  • 1 ვარსკვლავზე კიდევ ერთხელ დაწკაპუნება რეიტინგის ვარსკვლავებს გააქრობს.
  • სტრიქონების სიის გამყოფად '\|'-ის მხარდაჭერა.

გასწორდა

  • ერთზე მეტი მნიშვნელობის მხარდაჭერა APE ტექსტის ელემენტებში.
  • აგება TagLib 2.0-ით.
  • აგება macOS-დან arm64-ზე.
  • Snap-ის პაკეტების აგება.
3.9.4 2023-07-09

ახალი

  • ყველა ოფიციალური ბინარული ფაილის აგება Qt6-ით ხდება. macOS-ისთვის ფაილი Darwin-amd64.dmg ახლა Qt6 ვერსიითაა. Mojave-ზე ძველ სისტემებს კი Darwin-Qt5.dmg ფაილი სჭირდება. სტრიქონის ჩანაცვლების პარამეტრები, შენახული Qt6-ის მიერ Qt5-თან თავსებადი არაა, რადგან ისინი განსხვავებულ კოდირებას იყენებენ.
  • პარამეტრი "ფაილის არჩევა დაკვრისას" მორგების ჩანართში "მომხმარებლის ქმედებები".

გაუმჯობესდა

  • დაკვრის ზოლზე დაწკაპუნება გადართავს გასულსა და დარჩენილ დროს შორის.
  • მოხდება დაკვრის ხელსაწყოს ხილვადობისა და მიმაგრების ადგილის აღდგენა.
  • ID3v1: ერთზე მეტი ჟანრის დაყენებისას პირველი მხარდაჭერილი ელემენტის გამოყენება.
  • Qt6: SVG ხატულების გამოყენება უკეთესი წარმადობისთვის ფაილების სიაში და დიალოგში.

გასწორდა

  • გაუერთიანებელი კადრები არ მოინიშნება შეცვლილად, თუ შეიცვლება ნებისმიერი გაუერთიანებელი კადრი.
  • გასწორდა ავარია Id3libMetadata-ში მხარდაუჭერელ კადრზე 'ჩასწორებაზე' დაწკაპუნებისას.
  • ტექსტის კოდირების დაყენება TXXX კადრებზე TaglibMetadata-ით.
  • არა-ასოების სიმბოლოების გამოტოვება, როცა ფორმატში პირველი ასო დიდია.
  • Discogs-ის შემოტანა: გასწორდა მნიშვნელობები კადრებში Artist, Arranger და performer. "ჟანრების" გამოყენება, ტუ "სტილები" ცარიელია. გასწორდა ყდის სურათების გამოთხოვა, A1-ის მსგავსი ვინილის ტრეკის დანომვრის მხარდაჭერა.
  • Qt6: ავარია კონფიგურაციის ცხრილში ელემენტების ჩამატებისას.
  • Qt6: უფრო დიდი მედიის დამკვრელის სლაიდერი. არ გამეორდება, როცა მოხდება ბოლო სიმღერის დაკვრა.
  • Windows, TaglibMetadata: 2 გბ-ზე დიდი ფაილების მხარდაჭერა.
  • Windows, OggFlacMetadata: აგება libssp-0.dll-ის გარეშე.
  • Windows, Mp4v2Metadata: გასწორდა შენახვა ფაილის სახელებით, რომლებიც არა-ASCII სიმბოლოებს შეიცავს.
3.9.3 2023-01-12
3.9.2 2022-08-06
3.9.1 2022-01-15
3.9.0 2021-12-18
3.8.7 2021-06-20
3.8.6 2021-03-18
3.8.5 2021-01-31
3.8.4 2020-09-26
3.8.3 2020-05-10
3.8.2 2020-01-23
3.8.1 2019-12-23

Nightly installers

Kid3-qt nightly installers are also available to download from the KDE CDN. These versions are intended for testing purpose. Get involved and help us make them better!

Unstable version.

Generated from the latest version of the development branch.