KleverNotes
Categories:



Releases RSS
1.2.5 2025-10-29
შეცდომების გასწორების ვერსია:
- გასწორდა დიდი პრობლემა გვერდის დახატვასთან
- გასწორდა მინიატურის გაშავება აპიდან ფოკუსის გადატანისას
- ოდნავ გასწორდა ავტოსწორება
1.2.4 2025-09-23
შეცდომების გასწორების ვერსია:
- განახლდა md4qt (გასწორდა დიდი პრობლემა)
- გასწორდა დიდი პრობლემა რედაქტორში გამოკვეთასთან
- გაუმჯობესდა ფუნქცია "ავტოჩამოთვლა"
1.2.3 2025-08-28
შეცდომების გასწორების ვერსია:
- გასწორდა ელემენტების გადატანა ძირითად საქაღალდეში
- გასწორდა ელემენტების დალაგება
- ქვესკრიპტის გამყოფის შეცვლა სიმბოლოზე `--`
- განახლდა md4qt (გასწორდა დიდი და პატარა პრობლემები)
- გასწორდა სხვადასხვა პატარა შეცდომები
1.2.2 2025-03-24
შეცდომების გასწორების ვერსია:
- გასწორდა ავარიული დასრულება შენიშვნის წაშლისას
- გასწორდა ბილიკის პრობლემა შენიშვნის გადატანისას
- ფაილი todo არ შეიქმნება, თუ ეს აუცილებელი არაა
- ExpandingFormSwitch სტილის სწორება FormSwitchDelegate სტილთან
- გაუმჯობესდა გადატანის დიალოგის დიზაინი
- დაემატა ჩიტების სიის ჩანაწერები გაფართოებული სინტაქსისთვის
- md4qt-ის განახლება
1.2.1 2025-03-19
შეცდომების გასწორების ვერსია:
- არარაა მოთხოვნა საცავის სახელისთვის (აუცილებელი აღარაა, ერქვას "klevernotes")
- გასწორდა კოდის ბლოკის რენდერის პრობლემა HTML ჭდესტან
- გასწორდა გეგმების შენახვა
- ელემენტების საცავის ძირითად საქაღალდეში გადატანის დაშვება
1.2.0 2025-03-17
სიახლეები:
- ახალი ფაილის სტრუქტურა, რომელიც კარგად ასახავს, რას ხედავთ გვერდით პანელში და შესაძლებლობა, თითოეული ელემენტის ფერი და ხატულა შეცვალოთ.
- ახალი ხატვის გვერდი მეტი ფუნქციით
- კოპირების ღილაკი კოდის ბლოკში
- ახალი ქვედა პანელი შენიშვნებსა და გგეგმებს შორის გადასართავად
- გაუმჯობესდა გვერდის გადართვის ანიმაცია
შეცდომების გასწორება შეიცავს, მაგრამ არა მხოლოდ:
- V-ის დაჭერა მოდიფიკატორის გარეშე მაშინ, როცა ბუფერში გამოსახულებაა, არაფერს იზამს (როგორც უნდა აკეთებდეს)
- '/'-ის შემცველი ელემენტის შექმნის აკრძალვა, რადგან ის საქაღალდეს შექმნიდა
- რენდერის სხვადასხვა პრობლემები
1.1.0 2024-10-07
როგორც იქნა, KleverNotes 1.1.0 აქაა! KleverNotes წარმოადგენს Markdown-ის შენიშვნების ჩასაწერ პროგრამას KDE-ისგან. სამი თვის განმავლობაში მე ვმუშაობდი, რომ დამემატებინა ახალი ფუნქციები და ამავე დროს გამეუმჯობესებინა აპი და გამესწორებინა შეცდომები.
KleverNotes-ის დამმუშავებელი გადართულია md4qt-ზე:
md4qt მხოლოდ-თავსართიანი C++ ბიბლიოთეკაა Markdown-ის დასამუშავებლად.
md4qt-ს აქვს CommonMark 0.31.2 სპეციფიკაციის და ზოგიერთი GitHub-ის გაფართოების, როგორიცაა ცხრილების, ქვედა კოლონტიტულის, ამოცანების სიის, ხაზის გადასმის, LaTeX-ის მათემატიკური ფუნქციები და GitHub-ის ავტობმულების მხარდაჭერა.
ის სწრაფი, მორგებადი და იოლი გამოსაყენებელია. განა ეს გადასარევი არაა?!
ხელსაწყოთა პანელი ახლა უფრო ზუსტია არა მხოლოდ მითითებული Markdown-ის ჭდეების წაშლაში, არამედ მათ ჩასმაშიც.
კიდევ ხელსაწყოთა პანელი ახლა გაჩვენებთ, რომელი ჭდეებია უკვე გამოყენებული ტექსტზე კურსორის ქვეშ, ან მონიშნულ ტექსტზე.
რედაქტორმა ასევე შეიძინა რამდენიმე საინტერესო ფუნქცია. tab/untab-ის დაბლოკვის მხარდაჭერა და სიის ელემენტების ავტომატური დამატება ახლა უფრო სანდოა, მაგრამ ახლა ასევე გაქვთ შესაძლებლობა, დაამატოთ html შეწყვეტა ახალ ხაზამდე ღილაკებით 'Shift + Enter', ან ჰორიზონტალურ სახაზავი ღილაკებით 'Alt + Enter'.
- დამუშავება ახალა ცალკე ნაკადში ხდება, ამიტომ დიდი შენიშვნების დამუშავება მაინც შეუმჩნევლად მოხდება!
- რენდერი ახლა გამოირთვება, თუ მინიატურა გამორთულია, რითიც ის რესურსებს დაზოგავს!
- ხელსაწყოთა პანელის გამოყენებით ახლა ტექსტის დამატება და წაშლა ერთი გაუქმების ღილაკით შეგიძლიათ. წინა მდგომარეობაში დასაბრუნებლად ორმაგი/სამმაგი 'Ctrl+Z' საჭირო აღარაა.
რედაქტორს ახლა აქვს საშუალება, იყოს "WYSIWYG".
ნაგულისხმევად Markdown-ის ჭდეები დანარჩენ ტექსტზე 50%-ით პატარაა და ამისი შეცვლა რა თქმა უნდა, მორგების ფანჯრიდან შეგიძლიათ.
ის ჭდეები თავიანთ ზომას კურსორის მდებარეობის/მონიშნული ტექსტის მიხედვით დაიბრუნებენ. ამგვარად თქვენ საშუალება გექნებათ, დაინახოთ, რომელი ჭდეა პასუხისმგებელი სტილზე.
1.0.0 2024-06-05
KleverNotes წარმოადგენს KDE-ის Markdown-ის შენიშვნების ჩაწერისა და მართვის აპლიკაციას, რომელიც Kirigami-ის იყენებს. ის მზადაა პირველი ვერსიისთვის!
KleverNotes საშუალებას გაძლევთ, შექმნათ და გადახედოთ Markdown-ის შენიშვნას იმ დროს, როცა გაძლევთ საშუალებას, მოირგოთ მინიატურა პარამეტრებიდან, ან CSS თემით. შეგიძლიათ, დააორგანიზოთ თქვენი შენიშვნები როგორც გნებავთ, ისე კატეგორიებთან და ჯგუფებთან ერთად, რომლებიც პირდაპირ აისახება თქვენს სიტემაში KleverNotes-ის საცავის საქაღალდეების იერარქიაში. უბრალოდ აირჩიეთ თქვენი საცავის მდებარეობა და ჩასაწერად მზად ბრძანდებით!
შეგიძლიათ, დაბეჭდოთ თქვენი შენიშვნები, დაამატოთ პატარა ესკიზები და შექმნათ სპეციფიკური ამოცანები თითოეული მათგანისთვის და ყველაფერი ეს აპლიკაციიდან!
შენიშვნების შენახვა Markdown-ის ფაილებად ხდება თქვენი KleverNotes-ის საქაღალდეში იოლი წვდომისთვის. მას აქვს მთელი CommonMark-ის სპეციფიკაციის მხარდაჭერა ექსტენსიური სინტაქსით. KleverNotes ასევე გთავაზობთ "დამატებების" პატარა კოლექციას Makrkdown-ის ფუნქციონალის გასაზრდელად: კოდის გამოკვეთა, შენიშვნასთან დაკავშირება, სწრაფი ემოჯი და ა.შ.