Skip to content
KMail-ის მთავარი ფანჯარა ელფოსტის საქაღალდეების სიითა და ელფოსტებით.
ელფოსტის კომპოზიტორი ჩაშენებული მთარგმნელით

KMail ელფოსტის კლიენტების ხელოვნების ნიმუშია, რომელიც კარგადაა ინტეგრირებული ისეთ პროვაიდერებთან, როგორიც GMail-ია. მას აქვს ბევრი ხელსაწყო და თვისება, რომ თქვენი წარმადობა მაქსიმუმამდე გაზარდოს და ელფოსტის დიდ რაოდენობასთან მუშაობას ძალიან აადვილებს და აჩქარებს. KMail-ს ელფოსტის პროტოკოლების ფართო სპექტრის მხარდაჭერა გააჩნია - POP3, IMAP, Microsoft Exchange (EWS) და ა.შ.

თვისებები:

  • დაცული - KMail-ს ნაგულისხმევად აქვს დაცული პარამეტრები, რათა თქვენი კონფიდენციალობა დაიცვას, გამჭოლი დაშიფვრისა და სპამის აღმოჩენის მხარდაჭერასთან ერთად.
  • მძლავრი - შეიცავს ინტერნეტის გარეშე მუშაობის შესაძლებლობას, ერთზე მეტი გამგზავნის იდენტიფიკატორს, მრავალი ენის მხარდაჭერა, მძლავრი ფილტრები, ძებნისა და ჭდის დადების ფუნქციონალი, დაგზავნის სიების მართვა და ძალიან მოქნილი კონფიგურაცია.
  • ინტეგრირებული - შეხვედრის მოსაწვევების დამატება მოვლენის სახით ადვილად შეგიძლიათ ჩაამატოთ KOrganizer-ში, მისამართების ავტომატური დასრულება, ავატარები და კრიპტო-პარამეტრები KAddressBook-დან ჩაიტვირთება.
  • სტანდარტებთან თავსებადი - აქვს სტანდარტული ელფოსტის პროტოკოლების, პუშ-ელფოსტის, სერვერის მხარეს გაფილტვრის და ხაზშივე მხარდაჭერა OpenPGP, PGP/MIME და S/MIME-სთვის.
Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution’s package manager.

Releases RSS

6.6.2 2026-02-05
6.6.1 2026-01-08
6.6.0 2025-12-11
6.5.3 2025-11-06
6.5.2 2025-10-09
6.5.1 2025-09-11
6.5.0 2025-08-14
6.4.3 2025-07-03
6.4.2 2025-06-05
6.4.1 2025-05-08
6.4.0 2025-04-17
6.3.3 2025-03-06
6.3.2 2025-02-06
6.3.1 2025-01-09
6.3.0 2024-12-12
6.2.3 2024-11-07
6.2.2 2024-10-10
6.2.1 2024-09-12
6.1.90 2024-08-22
6.1.2 2024-07-04
6.1.1 2024-06-13
6.1.0 2024-05-23
6.0.2 2024-04-11
6.0.1 2024-03-21
6.0.0 2024-02-28

KMail-ის ელფოსტის მნახველი Rust-ზე დაწერილი უფრო მძლავრი ბლოკერით თქვენი წერილებიდან რეკლამებსა და თრექინგის კოდს აცილებს; ელფოსტის გამგზავნი ახლა პირდაპირ აჩვენებს ადრესატების OpenPGP გასაღებების ვალიდურობასა და ნდობის დონეს და გაფრთხილებთ, თუ მათი გასაღები ვადაგასულია ან ვადა მალე გასდის.

არსებული ონლაინ სერვისების გარდა, KMail-ს ახლა რამდენიმე ოფლაინ და ღია კოდის მქონე ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა აქვს; თარგმანი შეიძლება Bergamot-ის მოდელის გამოსაყენებლად დაკონფიგურირდეს, რომელსაც Firefox-იც იყენებს, ხოლო მეტყველების ტექსტად გარდასაქმნელად მას ასევე vosk-api ძრავის გამოყენება შეუძლია.

გაითვალისწინეთ, რომ ნაგულისხმევად ხელოვნური ინტელექტის ყველა ეს ფუნქცია გამორთულია და მათი ჩართვა KMail-ის პარამეტრებში მკაფიოდ მითითებას მოითხოვს.

5.24.5 2024-02-15