
KMail ელფოსტის კლიენტების ხელოვნების ნიმუშია, რომელიც კარგადაა ინტეგრირებული ისეთ პროვაიდერებთან, როგორიც GMail-ია. მას აქვს ბევრი ხელსაწყო და თვისება, რომ თქვენი წარმადობა მაქსიმუმამდე გაზარდოს და ელფოსტის დიდ რაოდენობასთან მუშაობას ძალიან აადვილებს და აჩქარებს. KMail-ს ელფოსტის პროტოკოლების ფართო სპექტრის მხარდაჭერა გააჩნია - POP3, IMAP, Microsoft Exchange (EWS) და ა.შ.
თვისებები:
- დაცული - KMail-ს ნაგულისხმევად აქვს დაცული პარამეტრები, რათა თქვენი კონფიდენციალობა დაიცვას, გამჭოლი დაშიფვრისა და სპამის აღმოჩენის მხარდაჭერასთან ერთად.
- მძლავრი - შეიცავს ინტერნეტის გარეშე მუშაობის შესაძლებლობას, ერთზე მეტი გამგზავნის იდენტიფიკატორს, მრავალი ენის მხარდაჭერა, მძლავრი ფილტრები, ძებნისა და ჭდის დადების ფუნქციონალი, დაგზავნის სიების მართვა და ძალიან მოქნილი კონფიგურაცია.
- ინტეგრირებული - შეხვედრის მოსაწვევების დამატება მოვლენის სახით ადვილად შეგიძლიათ ჩაამატოთ KOrganizer-ში, მისამართების ავტომატური დასრულება, ავატარები და კრიპტო-პარამეტრები KAddressBook-დან ჩაიტვირთება.
- სტანდარტებთან თავსებადი - აქვს სტანდარტული ელფოსტის პროტოკოლების, პუშ-ელფოსტის, სერვერის მხარეს გაფილტვრის და ხაზშივე მხარდაჭერა OpenPGP, PGP/MIME და S/MIME-სთვის.
Install on
Linux
Releases RSS
5.24.4
2023-12-07
5.24.3
2023-11-09
5.24.2
2023-10-12
5.24.1
2023-09-14