Skip to content

KOrganizer

Categories:   ოფისი
Screenshot of KOrganizer

KOrganizer Kontact-ის კალენდრისა და დაგეგმვის კომპონენტია. ის მოგაწვდით ამოცანებისა და მოვლენების მართვას, განგაშის გაფრთხილებებს, ვებზე გატანას, მონაცემების ქსელისთვის გამჭვრივალედ დამუშავებას, ჯგუფურ დაგეგმვას, კალენდრის ფაილების შეტანას და გამოტანას და სხვა. მას შეუძლია მრავალ კალენდრის სერვისებთან მუშაობა. როგორებიცაა NextCloud, Kolab, Google Calendar და სხვა. KOrganizer სრულად მორგებადია თქვენი საჭიროებებისთვის და Kontact-ის პროგრამული ნაკრების შეუცვლელი ნაწილია. KOrganizer-ს ორი გავრცელებული სტანდარტის მხარდაჭერა აქვს კალენდრის მონაცემების მიმოცვლისთვის, vCalendar და iCalender.

თვისებები:

  • მრავალი კალენდრისა და განრიგის სიების მხარდაჭერა
  • საცავის მოდელი
  • გაუქმება/გამეორება
  • განრიგის ინტეგრაცია დღის წესრიგის ხედთან
  • ღონისძიებებზე და განრიგებზე მიბმული ფაილები
  • განრიგებისა და მოვლენების სწრაფი შექმნა
  • ბეჭდვის მხარდაჭერა
Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution’s package manager.

Releases RSS

6.8.0 2026-08-20

გასწორდა CalDAV-ის შეცდომები

  • KOrganizer-ში შექმნილი კალენდრები DAV სერვერზე იქმნება
  • კალენდრის ფერის/სახელის ცვლილებები KOrganizer-ში ახლა DAV-ის სერვერზეც აისახება
  • სწორად მუშავდება გამეორებადი მოვლენის გამონაკლისების დამატება/ჩასწორება/წაშლა

შეცდომების გასწორება

  • გასწორდა შეხსენების გადართვა მენიუებიდან
  • გეგმის ხედი: გაუმჯობესდა დროის ჭდის ვერტიკალური სწორება ბადესთან

თვისებები

  • შეგიძლიათ, შექმნათ ნაგულისხმევი გეგმების კალენდარი, რომ გეგმების შექმნა უფრო იოლი იყოს და შემცირდეს შანსი, ისინი არასწორ საქაღალდეში მოხვდნენ. ნაგულისხმევი მოვლენის კალენდრის დაყენება დიდი ხანია, მხარდაჭერილია. იხილეთ კალენდრის მმართველის კონტექსტური მენიუ "ნაგულისხმევ გეგმის კალენდრად დაყენება"
  • დღის წესრიგის ხედი: უფრო სქელი ჰორიზონტალური ბადის ხაზების არასავალდებულო დახატვა ყოველ ორ საათში. ამ ქცევის ჩასართავად დასვით თოლია "სქელი ჰორიზონტალური ბადის ხაზების დახატვა ლუწი საათებისთვის" მენიუში ხედი->დღის წესრიგის ხედის ჩანართში
  • ახლა შესაძლებელია იმ დასვენების დღეების დამალვა, რომლებიც მიეკუთვნება კონკრეტულ კატეგორიებს, მაგალითად, რელიგიური დღესასწაულების დამალვა. იხილეთ კატეგორიების სია დრო>რეგიონალური ჩანართის დასვენების დღეების განყოფილებაში
  • თვის ხედი: იმისათვის რომ ყველაფერი ერთნაირი იყოს, დღესასწაულები, რომლებიც სამუშაო დღეს ემთხვევა, დამალული აღარ იქნება
  • თვის ხედი: დაემატა დღესასწაულების დამალვის პარამეტრი. ამ ქცევის ჩასართავად მოხსენით თოლია "დღესასწაულების ჩვენება თვის ხედში" ჩანართში ხედები->თვის ხედი
  • თვის ხედი: დაემატა არჩევანი, რომ შეძლოთ მორგებული დღესასწაულის ფერის გამოყენება თარიღის ველის ფერად, თუ ამ თარიღზე, სულ ცოტა, ერთი დღესასწაულია. ამ ქცევის ჩასართავად დასვით თოლია "დღესასწაულის ფონის ფერის გამოყენება, როცა თარიღზე, სულ ცოტა, ერთი დღესასწაულია" ჩანართში ხედები->თვის ხედი
  • თვის ხედი: დაემატა დაწყებისა და დასრულების ჩვენების პარამეტრი. ადრე, მხოლოდ, დაწყების დროის ჩვენება იყო მხარდაჭერილი. ამ პარამეტრის ჩასართავად, ჩართეთ თოლია "დაწყებისა და დამთავრების დროების ჩვენება თვის ხედის ელემენტებში" მენიუდან ხედი->თვის ხედის ჩანართი
  • გეგმის ხედი: დღევანდელი სვეტის თავსართის თარიღის ხაზგასმა
  • დღის წესრიგის ხედი: მოვლენის მდებარეობების არასავალდებულო ჩვენება დღის წესრიგის ელემენტებში. ამ ქცევის ჩასართავად დასვით თოლია "მოვლენის მდებარეობის ჩვენება დღის წესრიგის ხედის ელემენტებში" მენიუდან ხედი->დღის წესრიგის ხედის ჩანართი
  • დაემატა პარამეტრები ნაგულისხმევი წვდომის კლასიფიკაციის (საჯარო, კონფიდენციალური, ან პირადი) დასაყენებლად ახალი მოვლენების, გეგმებისა და ჟურნალების შექმნისას. აირჩიეთ სასურველი კლასიფიკაცია მენიუში "ზოგადი->პირადი ნაგულისხმევი წვდომის კლასიფიკაცია".
  • განრიგის ხედი: განრიგის მინისია გვერდით პანელში ნაჩვენები აღარაა. განრიგის მინი სიის ჩვენება ჯერ კიდევ შეგიძლიათ ყველა ხედში მენიუდან მორგება->გვერდითი პანელი->განრიგის სიის ჩვენების პარამეტრის ჩართვით
  • ნიმუშები: ახლა შეგიძლიათ ჭდეების (კატეგორიების) დამატება ინციდენტების ნიმუშებზე
6.7.3 2026-07-02
6.7.2 2026-06-04
6.7.1 2026-05-07
6.7.0 2026-04-16

თვისებები

  • შეხსენებები ნაგულისხმევად ყველა მოვლენისა და გეგმისთვის ჩართულია. ამ ქცევის გასათიშად მოხსენით შეხსენებების ჩართვის თოლია მენიუში მორგება დრო->ნაგულისხმევი მნიშვნელობების ჩანართი
  • თვის ხედი: თვის წელი სათაური ნაჩვენები აღარ იქნება ვერტიკალური სივრცის შესანახად და სიჭარბის მოსაცილებლად
  • თვის ხედი: ამჟამად მონიშნული თვის დღეების გარეთ მყოფი დღეების სათაურის დახატვისას ოდნავ განსხვავებული ფერის გამოყენება
  • თვის ხედი: ნავიგაციის კონტროლის ელემენტები ქვედა მარჯვენა მხარეს მოშორდა. დაემატა გაუმჯობესებული აპლიკაციის ნავიგაციის ზოლი
  • თვის ხედი: დღევანდელი თარიღის უჯრედში ფონის ფერი, შეიძლება, შეიცვალოს. ფერის კონფიგურაციისთვის, დააყენეთ "თვის ხედი დღეს ფონის ფერი" ფერებისა და ფონტების პარამეტრებში
  • ნავიგაციის ზოლი: გაუმჯობესდა კვირის გადახვევისა და გვერდითი პანელის თითოეული ხედისთვის ჩვენება/დამალვის დამატებით
  • ნავიგაციის ზოლი: დაემატა ღილაკი ხედის მიმდინარე თარიღამდე გადასახვევად
  • დღის წესრიგის ხედი: მოკლე ხანგრძლივობის მქონე მოვლენები მათ შეჯამებასთან ერთად მათი დაწყების დროითაა ნაჩვენები
  • დღის წესრიგის ხედი: მოვლენის აღწერების არასავალდებულო ჩვენება დღის წესრიგის ელემენტებში. ამ ქცევის ჩასართავად დასვით თოლია "მოვლენის აღწერების ჩვენება დღის წესრიგის ხედის ელემენტებში" მენიუდან ხედი->დღის წესრიგის ხედის ჩანართი
  • ძებნა: ხდება საძიებო სტრიქონების შენახვა/აღდგენა
6.6.3 2026-03-05
6.6.2 2026-02-05
6.6.1 2026-01-08
6.6.0 2025-12-11

შეცდომების გასწორება

  • ინციდენტების რედაქტორი: ჭდეების რედაქტორში ჭდეები ანბანის მიხედვით ლაგდება

თვისებები

  • დღის წესრიგის ხედი: დაემატა დროის ჭდეების კონტექსტური მენიუ დროის ჭდეების საჩვენებლად/დასამალად სისტემური დროის სარტყლისთვის მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს
  • ინციდენტების რედაქტორი: აღმოჩენა და გაფრთხილება ინციდენტების წარსულში შექმნისას
  • ინციდენტების რედაქტორი: დაემატა ემოჯიების მხარდაჭერა
6.5.3 2025-11-06
6.5.2 2025-10-09
6.5.1 2025-09-11
6.5.0 2025-08-14

ზოგადი

  • სემანტიკა შეიცვალა "სამუშაო გრაფიკის\" კონცეპტიდან "კვირის გრაფიკის\" კონცეპტზე, რომ უმუშევარი მომხმარებლებიც დაფაროს
  • საწყისი "ახალი მოვლენის" დაწყების თარიღები მუდმივია ყველა ხედისთვის
  • გაუმჯობესდა ნაგულისხმევი მოვლენის კალენდრის მართვა

შეცდომების გასწორება

  • ინციდენტები გრძელი ამოღებული თარიღებით აღარ ქმნიან უზარმაზარ მინიშნებებს
  • გასწორდა დამსწრეების მქონე ინციტენტების ორგანიზატორის ელფოსტის მისამართი
  • დღის წესრიგის ხედი: ხანგრძლივობის არმქონე მოვლენები 30 წუთის ხანგრძლივობითაა ნაჩვენები (15 წუთის მაგიერ)

თვისებები

  • დაემატა მენიუ 'რა არის ახალი'
  • იმახსოვრებს მიმდინარე ხედს
  • დაემატა თარიღის ამრჩევი დიალოგი. ხელმისაწვდომია გადასვლის მენიუდან
  • გეგის ხედი: გაერთიანებული "დღის", "შემდეგი X დღის", "სამუშაოს გეგმის", "კვირის" დროის შუალედების გადატანა გეგმის ხელსაწყოს ღილაკში
  • გეგმის ხედი: დაემატა კონტექსტური მენიუს პუნქტი დროის ჭდეების 24-საათიან (სამხედრო)საათზე გადართვა
  • გეგმის ხედი: დაემატა კონტექსტური მენიუს პუქტი ახალი მოვლენების/გეგმების დასამატებლად
  • გეგმების ხედი: დაემატა კონტექსტური მენიუს პარამეტრები დასრულებების და შეხსენებების გადასართავად
  • გასაკეთებლების ხედი: სრული ხედის პარამეტრის შენახვა/აღდგენა
  • გეგმის ხედი: ბრტყელი ხედის პარამეტრის შენახვა/აღდგენა
  • თარიღის ნავიგატორი: დაემატა პარამეტრი მენიუში მორგება->ხედის მორგება კვირის ნომრების დასამალად
  • თარიღის ნავიგატორი: "კვირის ნომრები აირჩევენ სამუშაო კვირას, როცა სამუშაო კვირის რეჟიმია ჩართული" პარამეტრი ნაგულისხმევად ჭეშმარიტია
  • ინციდენტების რედაქტორი: შაბლონების მმართველის გეომეტრიის დამახსოვრება/აღდგენა
  • ინციდენტების რედაქტორი: დაემატა მიმაგრებული ფაილების დაყრის მხარდაჭერა
  • კალენდრის გატანის დიალოგი იმახსოვრებს ბოლო გატანის საქაღალდის მდებარეობას
  • კალენდრის შემოტანის დიალოგი იმახსოვრებს ბოლო შემოტანის საქაღალდის მდებარეობას
  • კალენდრის ფაილის დამატება: დაშორებული კალენდრები ყოველთვის მხოლოდ წაკითხვადია
  • კალენდრის ფაილის დამატება: ცარიელი ფაილის ბილიკი დაშვებული არაა
  • DAV-ის მორგება: დიალოგი საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ ანგარიშის პაროლი მისი ჩასწორებისას
  • DAV-ის მორგება: ოსტატი სხვადასხვა პროვაიდერების ხატულებს გაჩვენებთ
  • DAV-ის მორგება: ოსტატმა განაახლა პროვაიდერების სია
6.4.3 2025-07-03
6.4.2 2025-06-05
6.4.1 2025-05-08
6.4.0 2025-04-17
6.3.3 2025-03-06
6.3.2 2025-02-06
6.3.1 2025-01-09
6.3.0 2024-12-12
6.2.3 2024-11-07
6.2.2 2024-10-10
6.2.1 2024-09-12
6.1.90 2024-08-22
6.1.2 2024-07-04
6.1.1 2024-06-13
6.1.0 2024-05-23
6.0.2 2024-04-11
6.0.1 2024-03-21
6.0.0 2024-02-28
5.24.5 2024-02-15