








Krita სრულფასოვან ციფრულ ხელოვნების სტუდიას წარმოადგენს.
ის საუკეთესოა ესკიზების შესაქმნელად და სახატავად და წარმოადგენს გამჭოლ გადაწყვეტილებას ციფრული ნახატის ფაილების შესაქმნელად 0-დან ოსტატების მიერ.
Krita საუკეთესო არჩევანია კონცეპტ-არტის, კომიქსების, რენდერისთვის ტექსტურებისა და მეტ-პეინტინგის შესაქმნელად. Krita-ს აქვს ბევრი ფერთა სივრცის მხარდაჭერა, როგორებიცაა RGB და CMYK 8 და 16 ბიტიანი მთელრიცხვიანი არხებით, ასევე 16 და 32-ბიტიანი მცურავმძიმიანი არხებით.
ისიამოვნეთ ხატვით განვითარებული ფუნჯის ძრავების, შესანიშნავი ფილტრებით და ბევრი სასარგებლო ფუნქციის გამოყენებით, რომლებიც Krita-ს არანორმალურად პროდუქტიულს ხდის.
Releases RSS
5.2.15 2026-01-28
4.4.0 2020-10-13
4.3.0 2020-06-18
გავიდა სამი თვე Krita 4.2.9-ის გამოსვლიდან და წარმოგიდგენთ ახალ მნიშვნელოვან ფუნქციონალურ გამოცემას: Krita 4.3.0! გასული წელი დავუთმეთ არა მხოლოდ ხარვეზების გასწორებას (თუმცა ათასზე მეტი პრობლემა მოვაგვარეთ), არამედ დაკავებულები ვიყავით საინტერესო სიახლეების დამატებითაც.
დაემატა ფუნჯების წინასწარი პარამეტრების სრულიად ახალი ნაკრები, რომელიც აკვარელით ხატვის ეფექტს ქმნის. დაემატა ფერების რეჟიმი გრადიენტის რუკის ფილტრში, სრულიად ახალი პალიტერიზაციის ფილტრი და მაღალი სიხშირის გამტარი ფილტრი. გაფართოვდა სკრიპტირების API. გახდა შესაძლებელი ფერადი ფუნჯის წვერების გამჭვირვალობისა და სინათლის ცალ-ცალკე რეგულირება. დაემატა ანიმირებული ფუნჯის წვერების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც ფუნჯს რამდენიმე განზომილების მიხედვით ირჩევენ. გახდა შესაძლებელი სამუშაო არეალის ცალკე ფანჯარაში გატანა, რაც მრავალმონიტორიან სისტემებზე მართვის პანელების ერთ მონიტორზე, ხოლო გამოსახულების მეორეზე განთავსების საშუალებას იძლევა. განახლდა ფერების ამომრჩევი. დაემატა მომენტალური ასლების ახალი პანელი (Snapshot docker), რომელიც ინახავს გამოსახულების მდგომარეობებს და მათ შორის გადართვის საშუალებას იძლევა. დაემატა სრულიად ახალი მაგნიტური მონიშვნის ხელსაწყო. გახდა შესაძლებელი გრადიენტებით სპირალისებურად ხატვა.
Nightly installers
Krita nightly installers are also available to download from the KDE CDN. These versions are intended for testing purpose. Get involved and help us make them better!
Unstable version.
Generated from the latest version of the development branch.