KTorrent
Categories:
KTorrent ტორენტის აპლიკაციაა KDE-სგან, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ფაილები BitTorrent პროტოკოლის გამოყენებით გადმოწეროთ. ის საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად ბევრი ტორენტი გაუშვათ და მოჰყვება დამატებითი ფუნქციები, რაც მას სრულად შეიარაღებულ ტორენტის კლიენტად აქცევს.
თვისებები:
- ტორენტების რიგი
- გლობალური და სათითაო ტორენტის სიჩქარის ლიმიტი
- მინიატურები ზოგიერთი ფაილის ტიპებისთვის, ჩაშენებული (ვიდეო და აუდიო)
- ნაწილობრივ ან სრულად გადმოწერილი ფაილების შემოტანა
- ფაილების პრიორიტეტის ხელით მითითება მრავალფაილიანი ტორენტებისთვის
- არჩევითი გადმოწერა მრავალფაილიანი ტორენტებისთვის
- პარტნიორის გაგდება/ბანის მხარდაჭერა დამატებითი IP ფილტრის დიალოგით ჩამონათვლის გამოტანის/ჩასწორების მიზნით
- UDP ტრეკერის მხარდაჭერა
- პირადი ტრეკერებისა და ტორენტების მხარდაჭერა
- მხარდაჭერა µTorrent-ის პარნიორების მიმოცვლისთვის
- პროტოკოლის დაშიფვრის (თავსებადი Azureus-თან) მხარდაჭერა
- უტრეკერო ტორენტების შექმნის მხარდაჭერა
- განაწილებული ჰეშ-ცხრილების (DHT, მთავარი ვერსია) მხარდაჭერა
- მხარდაჭერა UPnP-სთვის დინამიკურად მინიჭებული ჰოსტების მქონე LAN-ში პორტების ავტომატური გადამისამართებისთვის
- ვებსიდების მხარდაჭერა
- სისტემის კუთხეში ხატულის მორგება
- ტრეკერის ავთენტიკაციის მხარდაჭერა
- პროქსის გავლით მიერთება
ჩაშენებულ ფუნქციონალთან ერთად, KTorrent-ს დამატებებიც გააჩნია.
Install on
Linux
Releases RSS
25.12.3
2026-03-05
25.12.2
2026-02-05
25.12.1
2026-01-08
25.12.0 2025-12-11
- გასწორდა შეცდომა, რომელიც მაგნიტების ფაილის მუდმივ განახლებას იწვევდა
- გასწორდა მიმდინარეობის ზოლის გამოკვეთის ფერი
- გასწორდა მოვლენების დამთვალიერებლის პარამეტრების მინიშნებაში დაუმუშავებელ HTML-ის ჩვენება
25.08.3
2025-11-06
25.08.2
2025-10-09
25.08.1
2025-09-11
25.08.0 2025-08-14
- დაემატა 'ბოლო აქტივობის' სვეტი, რომელიც აჩვენებს, როდის ჰქონდა ტორენტს ბოლო ატვირთვის, ან გადმოწერის აქტივობა
- გასწორდა ფონის ფერი ვიჯეტის ლენტის ელემენტის სტატუსის პანელისთვის
- დაემატა სვეტები მთავარ ხედში, რომლებიც მიმდინარე სესიაში გადმოწერილი, ან ატვირთული ბაიტების რაოდენობას აჩვენებს
25.04.3
2025-07-03
25.04.2
2025-06-05
25.04.1
2025-05-08
25.04.0
2025-04-17
24.12.3
2025-03-06
24.12.2
2025-02-06
24.12.1
2025-01-09
24.12.0 2024-12-12
- 'დამატებულია' სვეტი ახლა უფრო მოკლე თარიღის ფორმატს იყენებს
- გასწორდა ავარიული დასრულება ვიდეოს ვიჯეტის დახურვისას
24.08.3 2024-11-07
- ვებსიდების მიღება HTTPS-ით
- გასწორდა სტატისტიკის დამატებაში გრაფიკებში თეთრი ტექსტის თეთრ ფონზე დახატვა
24.08.2 2024-10-10
- გასწორდა ტორენტის შემოტანის დიალოგის შეცდომა გადაცემული .torrent ფაილის კოპირებაში
24.08.1
2024-09-12
24.08.0
2024-08-22
24.05.2
2024-07-04
24.05.1
2024-06-13
24.05.0 2024-05-23
- დაემატა ქმედება ინფორმაციის ვიჯეტის კონტექსტურ მენიუში ფაილების სახელის გადასარმევად
- მაგნიტების ფაილის შენახვა, როცა ის განახლდება, რომ მაგნიტური მონაცემები არ დაიკარგოს, თუ აპლიკაცია ავარიულად დასრულდება
- სხვადასხვა ხატულას გამოყენება სიდინგისთვის და გადმოწერის რიგისთვის
24.02.2
2024-04-11
24.02.1
2024-03-21
24.02.0 2024-02-28
- გადატანილია Qt6-ზე
- სისტემის კუთხეში ხატულის ჩვენება
- გაუმჯობესდა ძებნის დამატება: წაიშალა მეორე ძებნის პანელი. გამოიყენება წაშლადი ჩანართები მორგებული წაშლის ღილაკის მაგიერ. გამოიყენება მხოლოდ-ხატულების მქონე ღილაკები ქმედებებისთვის უკან, წინ და თავიდან ჩატვირთვა
- გაუმჯობესდა სხვადასხვა ვიჯეტებს შორის დაშორება და ინტერფეისის უდიდესი ნაწილი გადატანილია უჩარჩოო ხედის გამოყენებაზე
- გასწორდა ქვეყნის ალმების ჩვენება ინფორმაციის ვიჯეტის პარტნიორების ჩანართში
- გასწორდა ტორენტის შემოტანის დიალოგის შეცდომა გადაცემული .torrent ფაილის კოპირებაში
- გასწორდა სეგმენტების მინიშნება, რომელიც ახსნას სწორად არ აჩვენებდა
- ჟურნალის ფაილში ჩაწერა გაითიშა ნაგულისხმევად ფაილურ სისტემაში ზედმეტი ჩაწერების თავიდან ასაცილებლად. ჩასართავად გამოიყენეთ ბრძანების სტრიქონის პარამეტრი '--enable-logging'
- გასწორდა სეგმენტების მინიშნება, რომელიც ახსნას სწორად არ აჩვენებდა
- გასწორდა გლობალური მალსახმობის ქმედებები
23.08.5
2024-02-15