Skip to content

KTorrent

Categories:   ინტერნეტი
Screenshot of KTorrent

KTorrent ტორენტის აპლიკაციაა KDE-სგან, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ფაილები BitTorrent პროტოკოლის გამოყენებით გადმოწეროთ. ის საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად ბევრი ტორენტი გაუშვათ და მოჰყვება დამატებითი ფუნქციები, რაც მას სრულად შეიარაღებულ ტორენტის კლიენტად აქცევს.

თვისებები:

  • ტორენტების რიგი
  • გლობალური და სათითაო ტორენტის სიჩქარის ლიმიტი
  • მინიატურები ზოგიერთი ფაილის ტიპებისთვის, ჩაშენებული (ვიდეო და აუდიო)
  • ნაწილობრივ ან სრულად გადმოწერილი ფაილების შემოტანა
  • ფაილების პრიორიტეტის ხელით მითითება მრავალფაილიანი ტორენტებისთვის
  • არჩევითი გადმოწერა მრავალფაილიანი ტორენტებისთვის
  • პარტნიორის გაგდება/ბანის მხარდაჭერა დამატებითი IP ფილტრის დიალოგით ჩამონათვლის გამოტანის/ჩასწორების მიზნით
  • UDP ტრეკერის მხარდაჭერა
  • პირადი ტრეკერებისა და ტორენტების მხარდაჭერა
  • მხარდაჭერა µTorrent-ის პარნიორების მიმოცვლისთვის
  • პროტოკოლის დაშიფვრის (თავსებადი Azureus-თან) მხარდაჭერა
  • უტრეკერო ტორენტების შექმნის მხარდაჭერა
  • განაწილებული ჰეშ-ცხრილების (DHT, მთავარი ვერსია) მხარდაჭერა
  • მხარდაჭერა UPnP-სთვის დინამიკურად მინიჭებული ჰოსტების მქონე LAN-ში პორტების ავტომატური გადამისამართებისთვის
  • ვებსიდების მხარდაჭერა
  • სისტემის კუთხეში ხატულის მორგება
  • ტრეკერის ავთენტიკაციის მხარდაჭერა
  • პროქსის გავლით მიერთება

ჩაშენებულ ფუნქციონალთან ერთად, KTorrent-ს დამატებებიც გააჩნია.

Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution’s package manager.
Get it from the Snap Store

Releases RSS

26.08.2 2026-10-08
26.08.1 2026-09-10
26.08.0 2026-08-20
  • გასწორდა ავარიული დასრულება საქაღალდის სკანირების დამატების გათიშვისას
  • გასწორდა შემთხვევა, როცა მონაცემთა შემოწმების მიმდინარეობის ზოლი ხტებოდა 100%-ზე, როცა აღმოაჩენდა შეცდომას, ან შემოწმება უქმდებოდა
  • გამორთვის დამატებას დაემატა არჩევანი, რომ KTorrent გაითიშოს, როცა ტორენტი დასრულდება
  • გასწორდა ტორენტის უქმეობის დროის გამოთვლა. ეს ასწორებს შეცდომას, სადაც ტორენტის რიგი შეიძლებოდა, შემთხვევითად არეულიყო, თუ ჩართული იყო პარამეტრი "იმ ტორენტების პრიორიტეტის დაწევა, რომლებიც გაჭედილია უფრო მეტი, ვიდრე".
  • გასწორდა პარტნიორის ქვეყნის ალმის არასწორი ჩვენება ინფორმაციის ვიჯეტის დამატებაში
  • გასწორდა .torrent ფაილების დამუშავების ეფექტურობა მეხსიერების გამოყოფების თავიდან აცილებით
  • გასწორდა პარტნიორების რაოდენობის არასწორად დათვლა UDP პაკეტზე ANNOUNCE პასუხისთვის. ეს ნიშნავს, რომ KTorrent ცდილობდა არარსებულ პარტნიორებთან დაკავშირებას
26.04.3 2026-07-02
26.04.2 2026-06-04
26.04.1 2026-05-07
  • გასწორდა ფილტრის სხვადასხვა ჟურნალის დონეები ჟურნალის დათვალიერების დამატებაში
  • გასწორდა გზა, რომლითაც KTorrent-ის პარტიორის ID იქმნებოდა. ადრე 26.04.00 ხდებოდა "-KT2440-". ახლა ხდება "-KT260400"
  • გასწორდა შეცდომა, სადაც KTorrent პარტნიორებთან დაკავშირებას TCP-ით ცდილობდა მაშინაც კი, როცა ჩართული იყო, მხოლოდ, uTP-ის გამოყენების პარამეტრი
26.04.0 2026-04-16
25.12.3 2026-03-05
25.12.2 2026-02-05
25.12.1 2026-01-08
25.12.0 2025-12-11
  • გასწორდა შეცდომა, რომელიც მაგნიტების ფაილის მუდმივ განახლებას იწვევდა
  • გასწორდა მიმდინარეობის ზოლის გამოკვეთის ფერი
  • გასწორდა მოვლენების დამთვალიერებლის პარამეტრების მინიშნებაში დაუმუშავებელ HTML-ის ჩვენება
25.08.3 2025-11-06
25.08.2 2025-10-09
25.08.1 2025-09-11
25.08.0 2025-08-14
  • დაემატა 'ბოლო აქტივობის' სვეტი, რომელიც აჩვენებს, როდის ჰქონდა ტორენტს ბოლო ატვირთვის, ან გადმოწერის აქტივობა. ეს მნიშვნელობები სწორად ინახება სესიებს შორის, მაგ: აპის რესტარტის შემდეგ.
  • გასწორდა ფონის ფერი ვიჯეტის ლენტის ელემენტის სტატუსის პანელისთვის
  • დაემატა სვეტები მთავარ ხედში, რომლებიც მიმდინარე სესიაში გადმოწერილი, ან ატვირთული ბაიტების რაოდენობას აჩვენებს
25.04.3 2025-07-03
25.04.2 2025-06-05
25.04.1 2025-05-08
25.04.0 2025-04-17
24.12.3 2025-03-06
24.12.2 2025-02-06
24.12.1 2025-01-09
24.12.0 2024-12-12
  • 'დამატებულია' სვეტი ახლა უფრო მოკლე თარიღის ფორმატს იყენებს
  • გასწორდა ავარიული დასრულება ვიდეოს ვიჯეტის დახურვისას
24.08.3 2024-11-07
  • ვებსიდების მიღება HTTPS-ით
  • გასწორდა სტატისტიკის დამატებაში გრაფიკებში თეთრი ტექსტის თეთრ ფონზე დახატვა
24.08.2 2024-10-10
  • გასწორდა ტორენტის შემოტანის დიალოგის შეცდომა გადაცემული .torrent ფაილის კოპირებაში
24.08.1 2024-09-12
24.08.0 2024-08-22
24.05.2 2024-07-04
24.05.1 2024-06-13
24.05.0 2024-05-23
  • დაემატა ქმედება ინფორმაციის ვიჯეტის კონტექსტურ მენიუში ფაილების სახელის გადასარმევად
  • მაგნიტების ფაილის შენახვა, როცა ის განახლდება, რომ მაგნიტური მონაცემები არ დაიკარგოს, თუ აპლიკაცია ავარიულად დასრულდება
  • სხვადასხვა ხატულას გამოყენება სიდინგისთვის და გადმოწერის რიგისთვის
24.02.2 2024-04-11
24.02.1 2024-03-21
24.02.0 2024-02-28
  • გადატანილია Qt6-ზე
  • სისტემის კუთხეში ხატულის ჩვენება
  • გაუმჯობესდა ძებნის დამატება: წაიშალა მეორე ძებნის პანელი. გამოიყენება წაშლადი ჩანართები მორგებული წაშლის ღილაკის მაგიერ. გამოიყენება მხოლოდ-ხატულების მქონე ღილაკები ქმედებებისთვის უკან, წინ და თავიდან ჩატვირთვა
  • გაუმჯობესდა სხვადასხვა ვიჯეტებს შორის დაშორება და ინტერფეისის უდიდესი ნაწილი გადატანილია უჩარჩოო ხედის გამოყენებაზე
  • გასწორდა ქვეყნის ალმების ჩვენება ინფორმაციის ვიჯეტის პარტნიორების ჩანართში
  • გასწორდა ტორენტის შემოტანის დიალოგის შეცდომა გადაცემული .torrent ფაილის კოპირებაში
  • გასწორდა სეგმენტების მინიშნება, რომელიც ახსნას სწორად არ აჩვენებდა
  • ჟურნალის ფაილში ჩაწერა გაითიშა ნაგულისხმევად ფაილურ სისტემაში ზედმეტი ჩაწერების თავიდან ასაცილებლად. ჩასართავად გამოიყენეთ ბრძანების სტრიქონის პარამეტრი '--enable-logging'
  • გასწორდა სეგმენტების მინიშნება, რომელიც ახსნას სწორად არ აჩვენებდა
  • გასწორდა გლობალური მალსახმობის ქმედებები
23.08.5 2024-02-15