liquidshell
Categories:
liquidshell-ი plasmashell-ის ალტერნატივაა
QtQuick -ის მაგიერ ის QtWidgets-ზეა დაწერილი, ამიტომ გრაფიკის აპარატურული აჩქარება საჭირო არაა.
მთავარი ფუნქციები:
- ფონის სურათი თითოეული ვირტუალური სამუშაო მაგიდისთვის
- ანიმაციის გარეშე, არ ჭამს CPU-ს, სჭირდება ცოტა მეხსიერება
- მყისიერი გაშვება
- არ იყენებს აქტივობებს
- დაფუძნებულია QtWidgets-ზე, ამიტომ სტილი სისტემის მორგებიდან ეთითება
- ხატულები სისტემაში გლობალურად დაყენებული ხატულების თემიდან გამოიყენება (ეთითება სისტემის მორგებიდან)
- ფერები სისტემაში გლობალურად დაყენებული ფერებს თემიდან გამოიყენება (ეთითება სისტემის მორგებიდან)
- ასევე შეგიძლიათ სტილი CSS-თაც შეცვალოთ ბრძანების სტრიქონის პარამეტრის -stylesheet filename.css -ით შეცვალოთ (იხილეთ მაგალითისთვის მოყოლებული stylesheet.css)
- კონფიგურაციისთვის (როგორიცაა მთავარი მენიუ, ვირტუალური სამუშაო მაგიდა, ქსელი) ძირითადად, KDE-ის უკვე არსებულ ფანჯრებს იყენებს
- ერთი ქვედა DesktopPanel
- სამუშაო მაგიდის აპლეტები
Install on
Linux
Releases RSS
1.9 2023-07-25
- დაემატა დაყენების პარამეტრები (ძილი/გამორთვა დაყენების შემდეგ)
- გასწორდა EULA-ის მართვა პაკეტის დაყენებისას
- დაემატა დროისა და თარიღის გრძელი ფორმატის ჩვენება კალენდრის მხტუნარაში
- ნაგულისხმევი საქაღალდის შექმნა სწრაფი გაშვების აპების შესანახად
- ვიჯეტი SysLoad, რომელიც დამოკიდებულია CPU-ების რაოდენობაზე
- შეცდომების გასწორება და კორექტირება ახალი KDE-ის კომპონენტებისთვის
1.8.1 2022-07-26
შეცდომების გასწორება და კორექტირება ახალი KDE-ის კომპონენტებისთვის
1.8 2021-12-01
- გაფრთხილებები აჩვენებენ, რამდენ ხანს რჩებიან ღია (პატარა ანიმაცია)
- ამინდის აპლეტი აჩვენებს მთვარის ფაზას
- დისკის გამოყენების აპლეტი ყურადღებას აქცევს მიმაგრება/მოხსნას, რომ განახლებაზე უფრო სწრაფი რეაქცია ჰქონდეს
- გაუმჯობესებების ჩვენება პროგრამის განახლებების კომპონენტში
- დაემატა DBUS-Menu-ის მხარდაჭერა (ზოგიერთ აპს საკუთარი მენიუ არ აქვს და, მხოლოდ, DBUS-ს იყენებს. მაგ: MS teams)