Marknote
Categories:
Releases RSS
1.4.0 2026-01-19
ეს რელიზი შეცდომების გასწორებებისა და პატარა გაუმჯობესებების დიდ რაოდენობას შეიცავს.
- ახლა შეგიძლიათ ცვლილებების გაუქმება და დაბრუნდება სწრაფი ესკიზის დიალოგში
- ახლა შეგიძლიათ გადაათრიოთ და დააგდოთ გამოსახულებები
- მთავარი ხედი აღარ გაქრება გვერდითი პანელების ზომის შეცვლისას
- გასწორდა შეცდომები წაშლის დიალოგებში
1.3.0 2024-06-28
პატარა ტელეფონის ეკრანებზე თქვენ რაც შეიძლება, მეტი ადგილი გჭირდებათ თქვენი შენიშვნების დასაწერად და წასაკითხად. Marknote ახლა საშუალებას გაძლევთ, დამალოთ რედაქტორის ხელსაწყოთა პანელი მობილურზე, რომ საშუალება გქონდეთ, ფოკუსი საჭირო ელემენტებზე იქონიოთ და დაფორმატების პარამეტრებს სულ ერთი დატყაპუნება გაშორებდეთ.
სამუშაო მაგიდაზე მუშაობისას ახლა შეგიძლიათ, გაასწოროთ შენიშვნების სიის და რედაქტორის სიგანე გამყოფის გადათრევით, როგორც ეს სხვა სამუშაო მაგიდის აპლიკაციებში ხდება.
ახლა შეგიძლიათ, გააუქმოთ და დააბრუნოთ ცვლილებები ინტერფეისის ღილაკებით, კლავიატურის მალსახმობებზე დაყრდნობის გარეშე, რაც განსაკუთრებულად სასარგებლოა, თუ იყენებთ ვირტუალურ კლავიატურას, რომელსაც შეიძლება, ღილაკი Ctrl არ ჰქონდეს. აპლიკაციის მენიუ გადალაგდა და გამარტივდა, რომ ნაკლებად გადატვირთული იყოს.
ჩვენ დავამატეთ განხორციელებული დაწკაპუნებადი ბმულები! მათ გასახსნელად ახლა Ctrl+წკაპი შეგიძლიათ, გამოიყენოთ.
იმისათვის, რომ თქვენი შენიშვნების აპლიკაციიდან Marknote-ზე გადასვლა გაგიადვილოთ, ახლა Marknote რამდენიმე შემოტანის ვარიანტს გთავაზობთ. ჯერჯერობით შენიშვნების შემოტანა KNotes-იდან და maildir-იდან შეგიძლიათ.
1.2.1 2024-05-21
შეცდომების გასწორების რელიზი შეიცავს შემდეგი შეცდომის შესწორებას:
- გასწორდა ფონტის შენახვა
- ფანჯრის ბოლო მდგომარეობის დამახსოვრება
- დიალოგის დახურვა შენიშვნის წაშლის შემდეგ
- გასწორდა ორმაგი კოპირება/ჩასმა
- გასწორდა გვერდითი ზოლის არაგადახვევადობა, როცა არსებობს შენიშვნების გადავსება
1.2.0 2024-05-17
ჩვენ გავაუმჯობესეთ შენიშვნების მართვა შესაძლებლობით, აირჩიოთ სასურველი საქაღალდე თქვენი შენიშვნების დასალაგებლად და შესაძლებელი გავხადეთ, შენიშვნების ანბანის მაგიერ თარიღით დაალაგოთ. გვერდითი პანელი ახლა აკეცვადია და ჩვენ დავამატეთ ფოკუსის რეჟიმი, სადაც ყველაფერია ნაჩვენები ტექსტური რედაქტორის გარდა.
თუ თქვენ გირჩევნიათ, Marknote უბრალოდ Markdown-ის რედაქტორად გამოიყენოთ, ჩვენ ეს შესაძლებელი გავხადეთ უბრალოდ ნებისმიერი markdown-ის ფაილის პირდაპირ ფაილების მმართველიდან, ან კონსოლიდან გახსნით. დამატებით, Marknote-ს აქვს markdown-ის ფაილების მხარდაჭერა, რომლებსაც წინა მასალა ჰქვია, რომელიც მიღებული გზაა, მეტამონაცემები შეიტანოთ markdown-ში სტატიკური ვებგვერდების ისეთ გენერატორებში, როგორიცაა Hugo და Jekyll.
გამოცემის მხარდაჭერის თვალსაზრისით, markdown-ის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა შესაძლებელია ცხრილების დამატება და ჩასწორება. დამატებით, ჩვენ დავიწყეთ ხაზშივე markdown-ის გარდაქმნა მდიდარ ტექსტში რეალურ დროში, როცა თქვენ კრეფთ. მხარდაჭერა შეზღუდულია რამდენიმე markdown-ის კონსტრუქციაზე, მაგრამ დიდი შანსით ის მომავალში გაიზრდება. ახლა ასევე შეგიძლიათ რედაქტორის მიერ გამოყენებული ფონტის მორგებაც.
ტექსტის ჩასწორების შესაძლებლობის გარდა ახლა ასევე შესაძლებელია, ესკიზები პირდაპირ Marknote-დან შექმნათ.
ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიზრუნეთ, რომ Marknote სრულად გამოყენებადი იყოს Plasma Mobile-ისთან ერთად.
1.1.1 2024-04-01
1.1.0 2024-04-01
გამოვიდა Marknote 1.1.0! Marknote ახალი WYSIWYG შენიშვნების ჩასაწერი აპლიკაციაა KDE-ისგან. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და დავამატეთ რამდენიმე ახალი ფუნქცია და რაც მთავარია, გავასწორეთ რამდენიმე შეცდომა.
Marknote-ს ახლა Markdown-ის უკეთესი მხარდაჭერა აქვს და ახლა გამოსახულებისა და ამოცანის სიების რედაქტორში ჩვენება შეუძლია. როცა თქვენი შენიშვნის ჩასწორებას დაასრულებთ, ისინი შეგიძლიათ, სხვადასხვა ფორმატში გაიტანოთ. მაგ: PDF, HTML და ODT.
Marknote-ის ინტერფეისი ახლა შეუმჩნევლად ინტეგრირდება ფერებში, რომლებიც თქვენს ბლოკნოტებს მიანიჭეთ და ამით აფართოებს ვიზუალურ ინტეგრაციას და აადვილებს, ბლოკნოტები ერთმანეთისგან განასხვაოთ. დამატებით, თქვენი ბლოკნოტები იმახსოვრებენ ბოლოს გახსნილ შენიშვნას და ავტომატურად თავიდან ხსნიან მათ მონიშვნისას.
ჩვენ ასევე დავამატეთ მოხერხებული ბრძანებების ზოლი, რომელიც Merkuro-ში არსებულის მსგავსია. ეს უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ძირითად ქმედებებთან Marknote-ში. ამჟამად, მას, მხოლოდ ახალი ბლოკნოტის და ჩანაწერის შექმნა შეუძლია, თუმცა მომავალში მეტი მოქმედების დამატებას ვგეგმავთ. საბოლოოდ, Function FormCardDialog-ის KirigamiAddons-დან გამოსაყენებლად ყველა დიალოგი Markdown-ში გადავაკეთეთ.
1.0.0 2024-03-29
Marknote, KDE-ის WYSIWYG შენიშვნების ჩასაწერი აპლიკაცია როგორც იქნა, მზადაა პირველი გამოშვებისთვის. Marknote საშუალებას გაძლევთ, შექმნათ მდიდარი ტექსტის შემცველი შენიშვნები და იოლად დაალაგოთ ისინი ბლოკნოტებში. ბლოკნოტების პერსონალიზაცია თითოეული მათგანისთვის ფერისა და ხატულას არჩევით შეგიძლიათ, რითიც მათ ერთმანეთისგან იოლად გაარჩევთ. თქვენი შენიშვნები Markdown-ის ფაილების სახით ინახება თქვენი დოკუმენტების საქაღალდეში, რითიც ამ შენიშვნების მუშაობა Marknotes-ის გარეთაც იოლი ხდება.
კარლის წყალობით, Marknote-ს ახლა არა მხოლოდ სქელი და კურსივი შრიფტების მხარდაჭერა აქვს, არამედ საშუალებას გაძლევთ ხაზი გაუსვათ მნიშვნელოვან ნაწილებს, გადახაზოთ არასწორი მონაკვეთები, დაალაგოთ თქვენი აზრები სხვადასხვა ტიპის სიებში და მოაწყოთ თქვენი ჩანაწერები სათაურების, სექციების და სხვა ელემენტების გამოყენებით.
Nightly installers
Marknote nightly installers are also available to download from the KDE CDN. These versions are intended for testing purpose. Get involved and help us make them better!
Unstable version.
Generated from the latest version of the development branch.