Smb4K
Categories: ხელსაწყოებიThis app is still in development and isn't released yet by the KDE community.
Smb4k დამატებითი ქსელის სამეზობლოს დასათვალიერებელი და Samba-ის გაზიარებების მიმაგრების პროგრამაა. ის ეყრდნობა KDE Framework-ს და Samba-ის კლიენტის ბიბლიოთეკას (libsmbclient). ის ასკანირებს თქვენი ქსელის სამეზობლოს ყველა ხელმისაწვდომი სამუშაო ჯგუფების, სერვერებისა და გაზიარებების საპოვნელად და შეუძლია, ყველა სასურველი გაზიარება თქვენს ლოკალურ ფაილურ სისტემაზე მიამაგროს.
თვისებები:
- (აქტიური) სამუშაო ჯგუფების, ჰოსტების და გაზიარებების სკანირება Samba-ის კლიენტის ბიბლიოთეკის, DNS სერვისის აღმოჩენით (DNS-SD) და არასავალდებულოდ, ვებსერვისების დინამიკური აღმოჩენით (WS-Discovery)
- CIFS და SMB3 ფაილური სისტემების მხარდაჭერა ლინუქსში და ფაილური სისტემა SMBFS BSD-ში
- გაზიარებების მიმაგრება და მოხსნა
- წვდომა მიმაგრებული გაზიარების ფაილებთან ფაილების მმართველის, ან ტერმინალის დახმარებით
- გარე მიმაგრებებისა და მოხსნების ავტომატური აღმოჩენა
- პროგრამის გაშვებისას ადრე მიმაგრებული გაზიარებულების თავიდან მიმაგრება
- სხვადასხვა ინფორმაცია დაშორებული ქსელური ელემენტებისა და მიმაგრებული გაზიარებების შესახებ
- ქსელში ძებნა
- დაშორებული გაზიარებულის შემცველობის მინიატურები
- ნაგულისხმები მომხმარებელი
- საწყისი გაზიარებულების სპეციალური დამუშავება
- რჩეული გაზიარებულების ჩანიშვნა
- სისტემის კუთხეში ხატულის ჩართვა
- მიმაგრების დამატებითი პარამეტრების მხარდაჭერა
- პრინტერის გაზიარების მხარდაჭერა
- რამდენიმე დაცული საცავის გადაწყვეტილების მხარდაჭერა ავტორიზაციის დეტალებისთვის QtKeychain-ით
- დაშორებული გაზიარებულის ლოკალურთან სინქრონიზაცია და პირიქით
- საშუალება, აღწეროთ მორგებული პარამეტრები ინდივიდუალური სერვერებისა და გაზიარებებისათვის
- აპარატურის მხარდაჭერა Solid device integration framework-ით, KDBusAddons-ის შესაბამისი კლასებით და Qt-ის ქსელური მოდულით
- ქსელით-გაღვიძების შესაძლებლობა
- პლაზმოიდი სამუშაო მაგიდასთან ინტეგრაციისთვის
- პროფილები სხვადასხვა ქსელური სამეზობლოს მოსარგებად
თუ მუშაობთ ქსელურ გარემოში, სადაც Windows-ის კომპიუტერები უმრავლესობაა, თქვენ ალბათ გნებავთ, ეს აპლიკაცია დააყენოთ, რომ მოწოდებულ Windows-ის გაზიარებებთან იოლი წვდომა გქონდეთ.