Skip to content
მთავარი ფანჯარა
პლაზმოიდი

Smb4k დამატებითი ქსელის სამეზობლოს დასათვალიერებელი და Samba-ის გაზიარებების მიმაგრების პროგრამაა. ის ეყრდნობა KDE Frameworks 5-ს და Samba-ის კლიენტის ბიბლიოთეკას (libsmbclient). ის ასკანირებს თქვენი ქსელის სამეზობლოს ყველა ხელმისაწვდომი სამუშაო ჯგუფების, სერვერებისა და გაზიარებების საპოვნელად და შეუძლია, ყველა სასურველი გაზიარება თქვენს ლოკალურ ფაილურ სისტემაზე მიამაგროს.

Smb4k ეყრდნობა Samba-ის კლიენტის ბიბლიოთეკას. მისი დანიშნულებაა, მოგაწოდოთ პროგრამა, რომლის გამოყენებაც იოლია და რომელსაც რაც შეიძლება, დიდი ფუნქციონალი გააჩნია.

თვისებები:

  • (აქტიური) ამუშაო ჯგუფების, ჰოსტებისა და გაზიარებულების სკანირება
  • CIFS (Linux) და SMBFS (FreeBSD) ფაილური სისტემების მხარდაჭერა
  • გაზიარებების მიმაგრება და მოხსნა
  • წვდომა მიმაგრებული გაზიარების ფაილებთან ფაილების მმართველის, ან ტერმინალის დახმარებით
  • გარე მიმაგრებებისა და მოხსნების ავტომატური აღმოჩენა
  • პროგრამის გაშვებისას ადრე მიმაგრებული გაზიარებულების თავიდან მიმაგრება
  • სხვადასხვა ინფორმაცია დაშორებული ქსელური ელემენტებისა და მიმაგრებული გაზიარებების შესახებ
  • ქსელში ძებნა
  • დაშორებული გაზიარებულის შემცველობის მინიატურები
  • ნაგულისხმები მომხმარებელი
  • საწყისი გაზიარებულების სპეციალური დამუშავება
  • რჩეული გაზიარებულების ჩანიშვნა
  • სისტემის კუთხეში ხატულის ჩართვა
  • მიმაგრების დამატებითი პარამეტრების მხარდაჭერა
  • პრინტერის გაზიარების მხარდაჭერა
  • KWallet-ის მხარდაჭერა
  • დაშორებული გაზიარებულის ლოკალურთან სინქრონიზაცია და პირიქით
  • საშუალება, აღწეროთ მომხმარებლის პარამეტრები ინდივიდუალური სერვერებისა და გაზიარებებისათვის
  • ნოუთბუქის მხარდაჭერა აპარატურული მოწყობილობების ბიბლიოთეკით Solid
  • ქსელით-გაღვიძების შესაძლებლობა
  • პლაზმოიდი სამუშაო მაგიდასთან ინტეგრაციისთვის
  • პროფილები სხვადასხვა ქსელური სამეზობლოს მოსარგებად

თუ მუშაობთ ქსელურ გარემოში, სადაც Windows-ის კომპიუტერები უმრავლესობაა, თქვენ ალბათ გნებავთ, ეს აპლიკაცია დააყენოთ, რომ მოწოდებულ Windows-ის გაზიარებებთან იოლი წვდომა გქონდეთ.

Install on
Linux
This button only works with Discover and other AppStream application stores. You can also use your distribution's package manager.