ბიჯი
Categories:
Step ინტერაქტიული ფიზიკური სიმულატორია. ის საშუალებას გაძლევთ, გამოიკვლიოთ ფიზიკური სამყარო სიმულაციებით. ის ასე მუშაობს: თქვენა ათავსებთ სხეულებს სცენაზე, ამატებთ რაღაც ძალებს (მაგ: გრავიტაცია ან ზამბარები) შემდეგ დააწკაპუნეთ სიმულაციაზე და Step გაჩვენებთ, როგორ ვითარდება მოვლენები ფიზიკის კანონების მიხედვით. თქვენ ექსპერიმენტში ნებისმიერი სხეულის/ძალის თვისება შეგიძლიათ (სიმულაციის მიმდინარეობისასაც კი) შეცვალოთ და ნახოთ, როგორ შეიცვლება სცენა. Step-თან ერთად შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორ მუშაობს ფიზიკა!
თვისებები:
- კლასიკური მექანიკური სიმულაცია ორ განზომილებაში
- ნაწილაკები, ზამბარები სიბლანტით, მიზიდულობის და კოლუმბის ზალები
- უხეში სხეულები
- შეჯახების დადგენა (ამჟამად, მხოლოდ, დისკრეტული) და მართვა
- რბილი (დეფორმირებადი) სხეულების სიმულაცია მომხმარებლის მიერ ჩასწორებადი ნაწილაკი-ზამბარის სისტემის სახით ხმის ტალებით
- მოლეკულური დინამიკა (ამჟამად გამოიყენება ლენარდ-ჯოუნსის პოტენციალი): აირი და სითხე, კონდენსაცია და აორთქლება, მიკროსკოპული რაოდენობების ანგარიში და მათი ცვალებადობები
- ერთეულების გადაყვანა და განტოლებების ამოხსნა: შეგიძლიათ ქნათ რამე მსგავსი "(2 დღეს + 3 საათი) * 80 კმ/სთ" და ის მიღებული იქნება, როგორც მანძილის მნიშვნელობა (სჭირდება ბიბლიოთეკა libqalculate)
- შეცდომების გამოთვლა და გავრცელება: შეგიძლიათ შეიყვანოთ მნიშვნელობები, როგორიცაა "1.3 ± 0.2" ნებისმიერი თვისებისთვის და შეცდომები ყველა დამოკიდებული თვისებისთვის სტატისტიკური ფორმულებით იქნება გამოთვლილი
- ამომხსნელის შეცდომის შეფასება: შეცდომები, რომლებსაც ამომხსნელი შემოიტანს, გამოითვლება და დაემატება მომხმარებლის შეყვანილ შეცდომებს
- რამდენიმე სხვადასხვა ამომხსნელი: მერვე დონემდე, აშკარა და არააშკარა, ადაპიური დროის ნაბიჯით ან მის გარეშე (ამომხსნელების უმრავლესობას GSL ბიბლიოთეკა სჭირდება)
- კონტროლერის ხელსაწყო თვისებების იოლად სამართავად სიმულაციის მიმდევრობისას (აქვს კლავიატურის მალსახმობებიც)
- შედეგების ვიზუალიზაციის პროგრამები: გრაფიკები, გაზომვები, ტრაექტორიები
- კონტექსტური ინფორმაცია ყველა ობიექტისთვის. ინტეგრირებული ვიკიპედიის ბრაუზერი
- მაგალითი ექსპერიმენტების კოლექცია. მეტი, შეგიძლიათ, KnewStuff-ით გადმოწეროთ
- ჩაშენებული სახელმძღვანელოები
Additional information
StepCore Library:
StepCore is the physical simulation library on which Step is based. It can be used without Step for complex simulations which require coding or in other software which require physical simulation functionality. It is designed in order to be extensible, tunable and to provide accurate simulation.